ხილის თეფში ციტრუსით: 5 იდეა ლამაზად წარსადგენად

1144

ორიგინალური წასახემსებლები და სალათები სადღესასწაულო მაგიდის მთავარ დეკორაციად ითვლება. ვფიქრობ, რომ ნამდვილი ხელოვნება იმაშია, რომ სხვადასხვა დაჭრილი პროდუქტი მაგიდაზე ლამაზად გაიტანოთ. ჩემი მეგობარი შეფმზარეულია და მასთან სტუმრობისას მისი ოსტატობის ყოველთვის მშურდა. ხილზე ხელის შეხებაც არ მსურ, მხოლოდ აღფრთოვანებული ვუყურებ.

მეგობარს რამდენიმე მასტერ კლასის ჩატარება ვთხოვე, როგორ გავიტანო ხილი სადღესასწაულო მაგიდაზე. ნულიდან დავიწყეთ. ინსტრუმენტებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ დანა ბლაგვია, ხილის სათანადოდ დაჭრას ვერ შეძლებთ. მოღუნული და ნაოჭიანი ნაჭრები დიდებულ წყობაზე შთაბეჭდილებას გააფუჭებს. Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ 5 იდეას ხილის თეფშის გასაფორმებლად.

სადღესასწაულო ხილის თეფში

დაჭრილი ფორთოხალი ყვავილის სახით

გასახურებლად ფორთოხალი ყვავილივით დააწყვეთ. 2 ფორთოხალი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. შუაზე გაჭერით, შემდეგ თხელ ნაჭრებად დაჭერით.

დიდი თეფში აიღეთ და ფორთოხლის ნაჭრები წრიულად დააწყვეთ, თეფშის კუთხიდან დაიწყეთ და ნელ–ნელა ცენტრისკენ გადადით. ნაჭრების ქერქები თეფშის კუთხისკენ უნდა იყოს მიმართული.

2 კივი გათალეთ და ისე დაჭერით, როგორც ფორთოხალი. კივის 6 ნაჭერი შეაჯგუფეთ და ოთხ ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებულ წერტილში მოათავსეთ. ლამაზად გაასწორეთ, რომ ფოთლებს ჰგავდეს.

ყვავილების მდელო მანდარინით

5 მანდარინი გაასუფთავეთ და დაანაწევრეთ. თითოეული წილაკი შუაზე გაჭერით.

თეფშზე 5 პატარა ყვავილი წრიულად დააწყვეთ ისეთივე მეთოდით, როგორც ზემოთ იყო აღწერილი. თითოეულის დიამეტრი ზუსტად 10 სმ უნდა იყოს (თეფშის ზომით განსაზღვრეთ).

1 კივი შუაზე გაჭერით. ერთი ნაწილიდან ყვავილი გამოჭერით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

დანით ამობურცულ ნაწილებს ქერქი ძირამდე ფრთხილად მოაშორეთ (ბოლომდე არ გაასუფთავოთ). შემდეგ ქერქის ფურცლები გაშალეთ. ყვავილი მანდარინის კომპოზიციის თეფშის ცენტრში მოათავსეთ.

კიდევ ერთი კივი გათალეთ და ნაჭრებად დაჭერით. კივის ნაჭრები თითოეული მანდარინის ყვავილის ირგვლივ დააწყვეთ.

ხილის ასორტი დეკორატიული ელემენტებით

2 მსხვილი ფორთოხალი ნაჭრებად დაჭერით და ნახევარმთვარესავით თეფშის ერთ მხარეს დააწყვეთ. 2 მწვანე ვაშლი შუაზე გაჭერით, გული ამოაჭერით და ასევე თხელ ნაჭრებად დაჭერით. თეფშის მეორე მხარეს დააწყვეთ და წრე შეკარით. ვაშლს ნახევარი ლიმონის წვენი მოასხით.

1 კივი გათალეთ და რგოლებად დაჭერით. თეფშის ცენტრში მაღალფეხიანი ბროლის ფუჟერი დადეთ და მის ირგვლივ კივის ნაჭრები დააწყვეთ. ერთი მტევანი მსხვილი ვარდისფერი ყურძენი აიღეთ და კენკრა კივსა და ხილის წრეებს შორის მოათავსეთ.

პატარა ფორთოხალი წილაკებად დაჭერით. დანით ქერქის ნახევარი ფრთხილად მოაშორეთ. ფორთოხალი ფუჟერის პირზე ჩამოდეთ, ქერქით დაამაგრეთ. ბოლო ეტაპად ცენტრში ყურძნის მარცვალი მოათავსეთ.

ხილის ასორტი დაკონსერვებული ანანასის რგოლებით

2 მწვანე ვაშლი შუაზე გაჭერით, გული მოაშორეთ და თხელ ნაჭრებად დაჭერით. თეფზე ორი მხრიდან მოათავსეთ, წრე არ შეკრათ. ლიმონის წვენი მოასხით.

2 ფორთოხალი შუაზე გაჭერით. თითოეული თხელ ნახევარ რგოლებად დაჭერით და ყვავილივით შეკარით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. კოკრები თეფშის ცენტრში მოათავსეთ.

ანანანი ქილიდან ამოიღეთ (565 გრ) და შუაზე გაჭერით. ნახევარ რგოლები ვაშლსა და ფორთოხალს შორის დააწყვეთ. ვარდისფერი ყურძნის კენკრა ანანანის გვერდით დააწყვეთ, ლურჯი ყურძნის მარცვლები – ფორთოხლის ყვავილთან ახლოს.

ხილის კალეიდოსკოპი

გრეიფრუტი ნაჭრებად დაჭერით და თეფშის კუთხეში წრე გააკეთეთ. 3 კივი გათალეთ და რგოლებად დაჭერით. მეორე წრედ დააწყვეთ. ახლა ხურმის ნაჭრები დაუმატეთ.

შემდეგ ყურძენი დაუმატეთ. რამდენიმე ცალი კენკრა საკმარისია. ცენტრში ნახევარი კივის ყვავილი დადეთ.

თქვენ შეგიძლიათ ეს ნიმუში გამოიყენოთ და ერთი ხილით სხვა ხილით ჩაანაცვლოთ. ბანანის დამატებას არ გირჩევთ, რადგან სწრაფად შავდება. ასე ხილის თეფში სილამაზეს დაკარგავს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ხილის თეფშის ლამაზად გაფორმებას შეძლებთ. ეს ხომ მარტივი და წარმოუდგენლად ლამაზია!