ხაჭოს ხრაშუნა ფუნთუშები კარაქისა და საფუვრის გარეშე. დესერტი, რომელიც ყველას უყვარს

1566

ხაჭოს უგემრიელესი, ძალიან ხრაშუნა და არომატული ფუნთუშების დასამზადებლად თქვენ არ მოგიწევთ კარაქისა და საფუარის გამოყენება. ის არაჩვულებრივია ყავის დილის ულუფასთან ერთად.

ამ არომატულ ფუნთუშაზე უარს ბავშვებიც კი ვერ იტყვიან, რომლებიც ხაჭოს სუფთა სახით არასდროს მიირთმევენ. რაც შეგვეხება უფროსებს, ჩვენ თამამად შეგვიძლია გავინებივროთ თავი უგემრიელესი ფუნთუშებით, წონის მომატების რისკის გარეშე. გასაოცრად ჟღერს, არა?

ხაჭოს ხრაშუნა ფუნთუშები

მოცემულ რეცეპტში ხაჭოს ვიყენებთ არა მხოლოდ შიგთავსად, არამედ ცომის ერთ-ერთ უმთავრეს ინგრედიენტად.

ინგრედიენტები:

  • 360 გრამი ხაჭო
  • 4 კვერცხის გული
  • 3/4 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
  • 3 ან 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის ჭიქა ხორბლის ფქვილი

მომზადება:

1. ხაჭოს დაახლოებით მეოთხედი ნაწილი გადადეთ გვერდზე, დარჩენილ ნაწილს დაამატეთ კვერცხის გული და 2 სუფრის კოვზი შაქარი (დარჩენილი შქარი დაგვჭირდება შიგთავსისთვის).

2. კარგად ურიეთ ხაჭოსა და კვერცხის გულის ნარევს ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. წარმოქმნილ მასაში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით სოდა და ურიეთ კიდევ დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში.

3. მიღებულ მასაში ფქვილის ჩამატების დროა. ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაამატეთ ფქვილი ამ მასაში და პარალელურად აუცილებლად ურიეთ კოვზით. როდესაც მასა იმ დონემდე გასქელდება, რომ მისი მორევა გაჭირდება, შეუდექით ცომის ამოყვანას ხელით. ფქვილი შეიძლება დაგვჭირდეს 1 ჩაის ჭიქაზე ოდნავ მეტი ან სულაც ნაკლები რაოდენობით, რადგან მიღებული ცომის კონსისტენცია გარკვეულწილად დამოკიდებულია ხაჭოს ცხიმიანობაზე.

4. მზა ცომი შედგით მაცივარში დაახლოებით 1,5 საათით.

5. ცომის დაყოვნების შემდეგ გამოიღეთ ის მაცივრიდან, მოაყარეთ მცირეოდენი ფქვილი და კარგად გააბრტყელეთ. ცომი სისქე უნდა შეადგენდეს დაახლოებით 3-5 მილიმეტრს.

6. ცომის ნახევარს ზემოდან წაუსვით ხაჭო, რომელიც წინასწარ სწორედ ამ მომენტისთვის გადავინახეთ. თუ ხაჭო ზედმეტად რბილია, შეგიძლია მასში ერთი კოვზი არაჟნის ან რძის დამატებაც. ხაჭოს ზემოდან მოაყარეთ მორჩენილი შაქარი.

7. ცომის მეორე ნახევარი გადააფარეთ შიგთავსს და შეუდექით მის რულონად დახვევას.

8. მიღებული რულეტი დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებად.

9. სურვილისამებრ, შეგიძლიათ რულეტზე ზემოდან მცირეოდენი შაქრის მოყრაც.

10. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ ზედ თქვენი ფუნთუშები.

11. შედგით 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით.

12. ხაჭოს ხრაშუნა და ძალიან გემრიელი ფუნთუშები მზად არის. დიდსა თუ პატარას, უკლებლივ ყველას შეუყვარდება ამ ფუნთუშების გემო.

ნუ შეიზღუდავთ საკუთარ თავს. სურვილისამებრ, შიგთავსში შეგიძლიათ სხვადასხვა ჯემების, კენკრის ან ხილის ჩამატებაც.