ხაჭოს ცხობილა ღუმელში – 5 მარტივი რეცეპტი

1113

ხაჭოს ცხობილა ღუმელში – საოცარი საუზმე ან ძალიან მსუბუქი ვახშამი.

მარტივი ხაჭოს ცხობილა 

ინგრედიენტები

  • 3 ქათმის კვერცხი
  • 500გ ხაჭო
  • 1 ქილა შედედებული რძე

მომზადება

  1. მოვამზადოთ ცხობილა 3 ინგრედიენტისგან. გახეხეთ ხაჭო. ჯამში ათქვფეთ შედედებული რძე და კვერცხი. დაუმატეთ ხაჭო და ისევ ათქვიფეთ. მასა უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი და სქელი.
  2. აიღეთ შესაბამისი ფორმა, დაამუშავეთ კარაქით და ჩაასხით ცომი. გამოაცხვეთ 45-50 წუთი 180 გრადუსზე.

ხაჭოს ცხობილა, როგორც ბაღში

ინგრედიენტები

  • კარაქი
  • ხაჭო 600გ
  • 2 ქათმის კვერცხი
  • ცუკატები და ნიგოზი 100-100გ
  • სახამებელი 50გ
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი 110გ
  • რძე 250მლ

მომზადება

  1. ცომის მოსამზადებლად განაცალკევეთ ცილა და გული, დაუმატეთ ხაჭოს. ჩაასხით რძე და კარგად მოურიეთ. დაუმატეთ სახამებელი, შაქარი, ვანილი, ცუკატები და ნიგოზი.
  2. კვერცხის ცილა ათქვიფეთ და ნელ-ნელა შეურიეთ ხაჭოს მასას. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მაასზე მოათავსეთ კარაქის ნაჭრები.
  3. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 1 საათი. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

ხაჭოს ცხობილა 5 წუთში

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
  • 2 შეკვრა ხაჭო. 5 სუფრის კოვზი მანანის ბურრული
  • ნახევარი ჩაის კოვზი სოდა, გააქტიურებული ძმრით
  • მწიკვი მარილი
  • 200გ არაჟანი
  • ქიშმიში

მომზადება

  1. ყველა პროდუქტი ერთმანეთს კარგად გადაურიეთ. დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი სოდა (გააქტიურებული). სურვილისამებრ დაუმატეთ ქიშმიში.
  2. ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ.

ცხობილა სტაფილოს დამატებით

ინგრედიენტები

  • დაბალ ცხიმიანი ხაჭო 200გ
  • ქათმის კვერცხი 1 ცალი
  • ვაშლი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცლი
  • ვანილი

ინგრედიენტები

  1. აიღეთ რბილი ხაჭო და კარგად გადაურიეთ კვერცხს. დაუმატეთ გახეხილი ვაშლი და სტაფილო.
  2. შაქარი და მარილი ამ რეცეპტში არ დაგვჭირდება. ვაშლი და სტაფილო შეასრულებს მათ საქმეს.
  3. გამოაცხვეთ 220-230 გრადუსზე 20-35 წუთი.

ხაჭოს ცხობილა ქიშმიშით

ინგრედიენტები

  • ნაკლებად ცხიმიანი ხაჭო 250გ
  • არაჟანი 100გ
  • 3 ქათმის კვერცხი
  • შაქარი 150გ
  • მანანის ბურღული 200გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ქიშმიში 200გ
  • კარაქი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ ხაჭო და არაჟანი. მიღებული ორივე მასა შეაერთეთ.
  2. გამაფხვიერებელს დაუმატეთ მანანის ბურღული და ნელ-ნელა გადაიტანეთ ხაჭოს მასაში.
  3. ცომს დაუმატეთ გასუფთავებული ქიშმიში. გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ კარაქით.
  4. გამოაცხვეთ 45-50 წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!