ხაჭოს ფუნთუშები, რომლებიც დიეტას დაგავიწყებენ

721

ხაჭოს ფუნთუშები ღუმელში – შეუძლებელია ამ ტკბილეულზეუარის თქმა! მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და დატკბით შედეგით.

სახლში მომზადებულ ფუნთუშებზე ნამდვილად ვგიჟდები. ამ სახის ფუნთუშების უმრავლესობა ზეთში იწვება, მაგრამ ჩვენ მას გამოვაცხობთ, რათა არ დაკარგოს სიჯანსაღე. გამოდის ფაფუკი, არომატული და უგემრიელესი.

ინგრედიენტები

  • 250გ ხაჭო
  • 200გ ხორბლის ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1-1,5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1,5 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • მარილი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.კვერცხს დაუმატეთ შაქარი, ვანილი, მარილი, ზეთი და არაჟანი, ათქვიფეთ.

2.მიღებულ მასას დაუმატეთ ხაჭო. აუცილებელია, რომ ხაჭო იყოს შეკრული სტრუქტურის.

3.დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, ნიგოზი ან ცუკატები. მოზილეთ ცომი, უნდა გამოგადივიდეთ რბილი და ელასიური ცომი.

4.ცომი გადაიტანეთ სილიკონის ფორმაზე და დაახვიეთ ძეხვისებურად. დაჭერით.

5.ცომს მიეცით ფუნთუშის ფორმა.

6.ფუნთუშები გადაანაწილეთ ფორმაზე და წაუსვით რძე.

7.გამოაცხეთ 180 გარდუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!