ხაჭოს პეროგი ღუმელში ცხობის გარეშე და მხოლოდ 15 წუთში

860

Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ გემრიელი პეროგი 15 წუთში. ხაჭოს პეროგი ძალიან მარტივად მზადდება იმ პროდუქტებისგან, რომლებიც მაცივარში უკვე გვაქვს.

ხაჭოს პეროგი ციტრუსის მსუბუქი არომატით წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის. თუ თაფლს და არაჟანს დაუმატებთ, ტკბილეულს ნამდვილად ვერ მოწყდებით.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ხაჭო
  • 200 გრ კეფირი
  • 2 კვერცხი
  • 50 გრ შაქრის ფხვნილი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • ¾ ჩ/კ სოდა
  • 150 გრ ფქვილი
  • ლიმონის ცედრა
  • ფორთოხლის ცედრა
  • თაფლი
  • არაჟანი
  • მცენარეული ზეთი
  • 15 გრ კარაქი

მომზადების წესი:

  1. თასში კეფირი, შაქარი, კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი, ხაჭო მოათავსეთ და ნახევარი ლაიმის ან ფორთოხლის ცედრა დაახეხეთ.
  2. ინგრედიენტებს აურიეთ, ფქვილის და სოდის ნარევი დაუმატეთ და სათქვეფით კარგად ათქვიფეთ.
  3. გახურებულ ტაფას ცოტა კარაქი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. როგორც კი, კარაქი გადნება, ნარევი დაუმატეთ და სილიკონის ჯოხით გაათანაბრეთ.
  4. ტაფა პატარა კონფორზე გადაიტანეთ და თავსახური დაახურეთ. 5 წუთით ერთი მხრიდან აცხვეთ, შემდეგ პეროგი ფრთხილად გადააბრუნეთ. ტაფის კუთხეებში მცენარეული ზეთი ჩაასხით. თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე კიდევ 6 წუთით აცხვეთ.
  5. ასეთ პეროგს ძალიან უხდება სოუსი – არაჟნის და თაფლის ნარევი. ფიალაში რამდენიმე კოვზი არაჟანი და 1,5 კოვზი სქელი თაფლი კარგად აურიეთ.

პეროგი სოუსით სუფრაზე გაიტანეთ. მიირთვით და ისიამოვნეთ.