ხაჭოს ორცხობილები მაწყვით: კენკრის ცხობილა საფუარის გარეშე

611

ძალიან გემრიელი ცხობილა მარწყვის გულსართით. გასაოცრად მარტივი რეცეპტი დაუჯერეელი შედეგით. მარწყვის არომატი თავბრუს დაგახვევთ. აუცილებლად სცადეთ!

ინგრედიენტები

გამოდის 8 ცალი

  • მარწყვი 400გ
  • კარაქი 120გრ
  • შაქარი 40-50გ
  • ხაჭო 200გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილი ერთი მწიკვი
  • ფქვილი 230გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • სახამებელი 1 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. ღრმა ჯამში მოათავსეთ დარბილებული კარაქი და ხაჭო.
  2. კარგად მოურიეთ ჩანგლით.
  3. ჩატეხეთ კვერცხი და კარგად მოურიეთ.
  4. ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა მოაყარეთ ხაჭოს მასას.
  5. დაუმატეთ მარილი და მოზილეთ ცომი. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი.
  6. ცომის დამუშავება ხელით გააგრძელეთ.
  7. ცომს დააფარეთ ქაღალდი და შეინახეთ 20-25 წუთი მაცივარში.
  8. გარეცხეთ მარწყვი და დაჭერით.
  9. გაყავით ცომი 8 ნაწილად.
  10. თითოეული გააბრტყელეთ 15სმ დიამეტრის მქონე წრედ.
  11. რათა მარწყვმა არ გამოჟონოს ცომიდან, ამისათის ცომის ცენტრში მოაპნიეთ სახამებელი და კარგად გადაანაწილეთ.
  12. ზემოდან მოათავსეთ მარწყვი და კიდეები ცენტრისკენ გადაკეცეთ.
  13. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და წაუსვით კვერცხის გული.
  14. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!