ხაჭოს ორცხობილა “ვარდები”. გემრიელი, ლამაზი და ბიუჯეტური

1078

ძალიან გემრიელი და არომატული ორცხობილა ვარდები. ძალინ მოსწონთ ბავშვებს და ყოველ ჯერზე აოცებს სტუმრებს.

ინგრედიენტები

  • ხაჭო 200გ
  • შაქარი 100გ
  • მარილი 1/2 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი
  • კარაქი 100გ
  • ფქვილი 300გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. ჯამში მოათავსეთ ხაჭო, დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, შაქარი, მარილი და მოურიეთ.
  2. გაყინული კარაქი გახეხეთ და დაუმატეთ ხაჭოს.
  3. კარგად მოურიეთ. ამავე ჯამში, ორი ნაწილად დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  4. მოზილეთ რბილი ცომი.
  5. მზა ცომს დააფარეთ ხელსახოცი და შეინახეთ 1 საათი მაცივარში.
  6. ფქვილიან ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი.
  7. ამოჭერით ორცხობილის ფორმები.
  8. 4 წრე დაალაგეთ ერთმანეთზე ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

9. დაახვიეთ წრეები რულეტისებურად.

10. გაჭერით რულეტები შუაზე. დააფიქსირეთ დაბლითა კუთხეები, გაშალეთ ზედა ფურცლები და მიეცით ვარდის ფორმა.

11. დარჩენილი ცომიც მსგავსად დაამუშავეთ.

12. მზა ორცხობილები გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე.

13. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

14. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!