ხაჭოს მაფინების წარმატებული რეცეპტი: მარტივი და გემრიელი დესერტი ჩაიზე მისაყოლებლად

1380

ხაჭოს ტკბილეულის მოყვარულებს Gastronomia.ge-ს რედაქცია გემრიელ ხაჭოს მაფინებს გთავაზობთ. დესერტი მზადდება მარტივი პროდუქტებისგან, რომლებიც, ალბათ, ყველა დიასახლისს სამზარეულოში აქვს.

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 0,2 კგ შაქრის ფხვნილი
  • 0,25 კგ ხაჭო
  • 140/150 გრ კარაქი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი
  • ½ ჩ/კ სოდა
  • 0,1 ლ კეფირი
  • 230/250 გრ ფქვილი

მომზადების წესი:

  1. დიდ თეფშზე ორი კვერცხი ჩატეხეთ. ცილის და გულის დაცალკევება საჭირო არაა.
  2. შაქარი და ვანილის შაქარი დაუმატეთ.
  3. კოვზით აურიეთ, სანამ მასა არ გაღიავდება. მწიკვი მარილი დაუმატეთ.
  4. კვერცხი–შაქრის მასას ოთახის ტემპერატურის კარაქი (რბილი უნდა იყოს) დაუმატეთ და აურიეთ.
  5. ხაჭო დაუმატეთ. სჯობს ზედმეტად მჟავე ხაჭო არ გამოიყენოთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. კეფირი დაუმატეთ.
  6. ფქვილი და სოდა სტანდარტულად აურიეთ, გაცერით და მასას დაუმატეთ. ელასტიური ცომი მოზილეთ.
  7. ფორმები აიღეთ, ცოტა ზეთი წაუსვით და ცომით ფორმები ნახევრად გაავსეთ.
  8. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15/20 წუთით აცხვეთ.
  9. გასაფორმებლად შეგიძლიათ გამდნარი შოკოლადი გამოიყენოთ.
  10. გემრიელ ჩაის სმას გისურვებთ!