ხაჭოს ლოკოკინას რეცეპტი კარაქის და საფუარის გარეშე

898

ხაჭოს ლოკოკინა ყოველგვარი კარაქის და პრობლემების გარეშე ყველას მოეწონება. აქ, ხაჭო არა მხოლოდ შიგთავსის, არამედ ცომისთვის გამოიყენება. იდეალური ფუნთუშები დილის ყავას ან რძეს უხდება.

ასეთ ლოკოკინაზე უარს არ იტყვიან ბავშვები, რომლებიც სუფთა სახით ხაჭოს არასდროს ჭამენ. ხაჭოს ლოკოკინა–ფუნთუშა უფროსებს სიამოვნებს მიანიჭებს და ახალი დღისთვის ენერგიას და ძალებს შემატებს.

ხაჭოს ლოკოკინა

ცომი ხაჭოთი და ცოტა ფქვილით იზილება. სწორედ ამიტომ, წინასწარ გაფრთხილებთ, რეცეპტში ფქვილის სავარაუდო რაოდენობაა მითითებული. საქმე იმაშია, რომ ფქვილის დამატება ბოლოს და თანდათანობით ხდება.

ინგრედიენტები:

  • 360 გრ ხაჭო
  • 4 კვერცხის გული
  • ¾ ჩ/კ სოდა
  • 3-4 ს/კ შაქარი
  • 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი

მომზადება:

1. ხაჭოს მეოთხედი ნაწილი გვერდზე გადადეთ. დანარჩენი ხაჭო თასში მოათავსეთ, კვერცხის გულები და 1-2 ს/კ შაქარი დაუმატეთ. დანარჩენი შაქარი შიგთავსისთვის დაგჭირდებათ.

2. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ხაჭო კვერცხის გულთან ერთად დაჭყლიტეთ. სოდა დაუმატეთ (არ გახსნათ, ამას ხაჭო გააკეთებს). აურიეთ და 3-5 წუთით გააჩერეთ.

3. ხაჭოს მასას ფქვილი დაუმატეთ. ცოტ–ცოტა დაუმატეთ და კოვზით აურიეთ. როცა კოვზით მორევა გაგიჭირდებათ, ცომი ხელით მოზილეთ. ფქვილი შეიძლება ცოტა მეტი ან ნაკლები დაგჭირდეთ, რაც ხაჭოს ცხიმიანობაზეა დამოკიდებული.

4. მზა ცომი დაამრგვალეთ და 1,5 საათით მაცივარში შეინახეთ.

5. გრილი ცომი მაცივრიდან გამოიღეთ, ფქვილი მოაყარეთ და 3-5 მმ სისქის ფირფიტად გააბრტყელეთ.

6. ცომის ნახევარს გადადებული ხაჭო წაუსვით. თუ ხაჭო ძალიან რბილია, შეგიძლიათ 1 კოვზი არაჟანი, რძე ან წყალი დაუმატოთ. ცალკე ფინჯანში აურიეთ და ამის შემდეგ ცომს წაუსვით. ზემოდან 1-2 ს/კ შაქარი მოაყარეთ.

7. ცომის მეორე ნახევრით შიგთავსი დაფარეთ.

8. მჭიდრო რულეტი დაახვიეთ.

9. რულეტი 1-2 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით.

10. სურვილის მიხედვით, მომავალი ფუნთუშები ერთი მხრიდან შაქარში ამოავლეთ.

11. ლოკოკინები პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე შაქრიანი მხრით ზემოთ დააწყვეთ.

12. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით აცხვეთ.

13. სპირალის ხაჭოს ფუნთუშები მზადაა! გემრიელად მიირთვით!

ფუნთუშები პერგამენტის ქაღალდს ადვილად რომ მოაშოროთ, ქაღალდს ცხობის წინ მცენარეული ზეთი წაუსვით. შიგთავსი შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ, მას ყაყაჩო, კაკალი, სხვადასხვა ჯემი, კენკრა და ხილის ნაჭრები დაუმატეთ.