ხაჭოს დესერტი უსწრაფესად – თუ მაცივარში 200გ ხაჭო დაგრჩათ მაშინ აუცილებლად მოამზადეთ

586

საუკეთესო საუზმე ზაფხულში – ხაჭოს დესერტი კენკრით ან ხილით. ცომს პრაქტიკულად არ აქვს შაქარი, ვანილის გარდა. კენკრა და ხილი შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი. რაც მთავარია – მზადდება უმარტივესად და უსწრაფესად.

ინგრედიენტები

  • 200-250გ ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 100გ ფქვილი
  • 25გ კარაქი
  • 7გ ვანილი
  • 150გ ხილი და კენკრა
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ ხაჭო, კვერცხი, კარაქი და ფქვილი. დაუმატეთ მარილი და სურვილისამებრ ვანილი.

2.კარგად მოურიეთ ცომს, დაამრგვალეთ, დააფარეთ ხელსახოცი და შეინახეთ 30 წუთი მაცივარში.

3.ცომი გაყავით 6 ნაწილად და თითოეული გააბრტყელეთ თხლად.

4.მიეცით ფოტოზე ნაჩვენები ფორმა და ამოავსეთ კენკრით ან ხილით. შეგიძლიათ გულსართის მიქსიც მოამზადოთ.

5.მოაყარეთ შაქარი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთი.

6.უგემრიელესი დესერტი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!