ხაჭოს დესერტი- დახარჯეთ უმცირესი ძალისხმევა და მიიღეთ უგემრიელესი ნუგბარი

2527

ოჯახისთვის რაიმე გემრიელობის მოსამზადებლად მთელი დღეები ქურასთან დგომა აუცილებლობას არ წარმოადგენა. დღეს ისეთი რეცეპტი შეგირჩიეთ რომლის მომზადებას ძალიან ცოტა დრო და ძალისხმევა ჭირდება, ეს გახლავთ ხაჭოს დესერტი ანანასით. მის მოსამზადებლად დახარჯავთ უმცირეს ძალისხმევას და შედეგად უგემრიელეს ნუგბარს მიიღებთ!

ინგრედიენტები:

  • 400 გრამი ხაჭო
  • 200 გრამი არაჟანი
  • 1 ქილა დაკონსერვებული ანანასი
  • 0.5 ლიტრი ანანასის წვენი
  • 25 გრამი ჟელატინი
  • ნახევარი ქილა შესქელებული რძე
  • ვანილი და ქიშმიში

მომზადების წესი

1. დაალბეთ ჟელატინი ანანსის წვენში დაახლოებით 1 საათი.


2. როდესაც გაფუვდება, გახსენით ნელ ცეცხლზე მაგრამ, ადუღებამდე არ მიიყვანოთ.

3. ხაჭო არაჟანს, შესქელებულ რძეს და ვანილს შეურიეთ და ბლნდერით ათქვიფეთ.


4. დაუმატეთ გაცივებული ჟელატინი და კუბებად დაჭრილი ანანასი.


5. გაანაწილეთ ან პატარა ფორმებში ან ერთ დიდ ფორმაში მოათავსეთ.


6. შედგით მაცივარში რამდენიმე საათი, სანამ კარგად არ გაცივდება!


ეს დესერტი იმდენად იოლი მოსამზადებელია, შეგიძლიათ ის თქვენს შვილებთან ერთად მოამზადოთ, დარწმუნებული ვართ მას კონდიტერის როლში ყოფნა ძალიან მოეწონება და საკუთარი შრომის ნაყოფის მირთმევაც უფრო დიდ სიამოვნებას მიანიჭებს!