ინგრედიენტები
- კაკაოს ორცხობილა 300გ
- ხაჭო 250გ
- არაჟანი 250გ
- შაქარი 100გ
- წყალი 75მლ
- ჟელატინი 1 სუფრის კოვზი
- რძიანი შოკოლადი გემოვნებით
მომზადება
- ჟელატინი მოათავსეთ თბილ წყალში, რათა ამოფუვდეს. გადაიტანეთ ტაფაზე და მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. გაალღვეთ ჟელატინი და დროებით გვერდზე გადადეთ.
- ბლენდერში მოათავსეთ არაჟანი, ხაჭო, შაქარი და ჟელატინი.
- ფორმის ძირი დაფარეთ ორცხობილით, წაუსვით კრემი. ისევ ერთი ფენა ორცხობილა მოათავსეთ, მასაც წაუსვით კრემი. ამ მეთოდით ააწყვეთ დესერტი.
- ტორტი მოათავსეთ მაცივარში, რამდენიმე საათი.
- მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!