ხაჭოსა და ყველის სამკუთხედები კეფირზე

1306

ასეთი გემრიელი სამკუთხედების მომზადება ტაფაზე შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 200გ
  • ხაჭო 250გ
  • ყველი 150გ
  • კეფირი 100მლ
  • კარაქი 10გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 1/3 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. ღრმა ჯამში მოათავსეთ ხაჭო და მსხვილად გახეხილი ყველი (მე ვიყენებ სულუგუნს).
  2. ჩატეხეთ კვერცხი და მოასხით კეფირი.
  3. მოათავსეთ დარბილებული კარაქი და კარგად მოურიეთ.
  4. მოაყარეთ მარილი და მოურიეთ.
  5. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
  6. ფქვილის მასა თანდათან დაუმატეთ მთავარ მასას, მოზილეთ ცომი.
  7. ცომი უნდა გამოგივიდეთ რბილი.
  8. მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით, მოათავსეთ ცომი და დაამუშავეთ ხელით.
  9. მზა ცომი გაყავით 2 ნაწილად, დაამრგვალეთ და დაელოდეთ 10-15 წუთი.
  10. ცომს დააფარეთ პაკეტი.
  11. მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით და მოათავსეთ ცომის პირველი ნაწილი.
  12. გააბრტყელეთ დაახლოებით 20სმ დიამეტრზე და 1სმ სისქეზე.
  13. მრგვალი ცომი გაყავით პიცის საჭრელით სამკუთხედებად.
  14. გააცხელეთ მცენარეული ზეთი ტაფაზე.
  15. სამკუთხედები გადაიტანეთ ტაფაზე.
  16. შეწვით დაბალ ცეცხლზე თავდახურული.
  17. შემდეგ გადმოაბრუნეთ და მოუმატეთ ცეცხლს.
  18. შეწვით თავსაფრის გარეშე (გადმოაბრუნეთ ხშირად).
  19. მზა სამკუთხედები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
  20. მეორე ნაწილი ცომისგანაც გააკეთეთ იგივე.

გემრიელად მიირთვით!