როგორ გამოვაცხოთ ხაჭაპური ძალიან მარტივად? ჩაინიშნეთ რეცეპტი

2631

ეს ხაჭაპური ძალიან მარტივად მზადდება და შესანიშნავად გამოიყურება. მიირთვით საუზმეზე და გაახარეთ ოჯახის წევრები!

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფქვილი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 2 ს.კ. მარგარინი
  • 2 კვერცხი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1/2 ჩ.კ. სოდა
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 400 გრ მდნარი ყველი
  • 40 გრ კარაქი
  • 2 კვერცხის გული
  • 3 ს.კ. კარაქი წასასმელად
  • 1 კვერცხი წასასმელად

მომზადება

  1. ფქვილს დაუმატეთ არაჟანი, მარგარინი, მარილი, შაქარი, სოდა, კვერცხები და მოზილეთ ცომი. შეახვიეთ თბილად და დატოვეთ 30-40 წუთით.
  2. დაყავით ცომი ორ არათანაბარ ნაწილად. ერთი მეორეზე ორჯერ ნაკლები უნდა იყოს. გააბრტყელეთ ორივე ნაწილი.
  3. დასრისეთ მდნარი ყველი ხის კოვზით, დაუმატეთ კვერცხის გული, კარაქი და მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
  4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი გადაიტანეთ უფრო დიდი ცომი, წაუსვით კარაქი,  მოათავსეთ ყველის შიგთავსი. პატარა ნაწილსაც წაუსვით კარაქი და დააფინეთ შიგთავსს კარაქწასმული მხრიდან. წაუსვით ზედაპირს ათქვეფილი კვერცხი.
  5. გამოაცხვეთ მიკროტალღურ ღუმელში სრულ სიმძლავრეზე 2,5-3 წთ განმავლობაში. დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას და კიდევ 3 წთ გამოაცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!