ჭვიშტარის მომზადების 2 შესანიშნავი რეცეპტი

4624

დღეს სვანური სამზარეულოს კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ კერძს-ჭვიტარის რეცეპტს შემოგთავაზებთ. სვანეთის ზოგიერთ რაიონში მას ჭიშდვარსაც ეძახიან.

ინგრედიენტები:

  • სიმიდნის ფქვილი 1 კგ
  • ყველი 400 გ
  • წყალი 0,5 ლ

მომზადების წესი:

  1. გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი.
  2. ცომი გავყოთ ორ ნაწილად.
  3. ერთი ნაწილი დავდოთ ცხელ ტაფაზე და მივცეთ ტაფის ფორმა.
  4. ზედ დავალაგით თხლად დაჭრილი  იმერული ყველი.
  5. ზემოდან დავადოთ ცომის მეორე ნაწილი, შემოვასწოროთ ირგვლივ, დავახუროთ სახურავი და გამოვაცხოთ ნელ ცეცხლზე.
  6. ერთი მხარის გამოცხობის შემდეგ  გადავაბრუნოთ და გამოცხობა გავაგრძელოთ ისე, რომ თავზე აღარ დავახუროთ.
  7. სუფრაზე მივიტანოთ ცხელ-ცხელი.

მეორე ვარიანტი

ინგრედიენტები:

  • მჭადის ფქვილი 1 კგ
  • ყველი 400 გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • წყალი 0,5 ლ

მომზადების წესი:

  1. სიმინდის ფქვილი მოვზილოთ თბილი წყლით, დავუმატოთ გახეხილი ყველი, კვერცხი და კარგად ავურიოთ.
  2. გამოვაცხოთ ტაფაზე ზეთში პატარა გუნდებად.
  3. ყველი უნდა იყოს ამოსული და ოდნავ მარილიანი. უმჯობესია, გამოვიყენოთ იმერული ყველი.