ჭარხლის სალათი “მონღოლის მთა”

849

ჭარხალი – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბოსტნეულია დედამიწაზე. მისი მოყვანა მხოლოდ ანტარქტიდაზე არის შეუძლებელი. ძველად მისგან მომზადებული სალათები პოპულარობის პიკს აღწევდენენ, გამსაკუთრებით დღესასწაულებზე.

ეს სალათი ცოტა გავათანამედროვე და გავაუმჯობესე, შესაბამისად შედეგიც საოცარი მივიღე.

ინგრედიენტები

  • სტაფილო 2 ცალი
  • ყველი 150გ
  • ქათმის ფილე 400გ
  • ჭარხალი 4 ცალი
  • შავი ქლიავი 100გ
  • მაიონეზი გემოვნებით
  • კამა 25გ
  • ნიორი 3 კბილი
  • ნიგოზი 150გ
  • მარილი, შავი წიწაკა და მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.სტაფილო და ჭარხალი მოხარშეთ მარილიან წყალში.

2.ამასობაში მოამზადეთ ხორცი: დაჭერით ფილე და შეწვით ზეთში. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

3.გახეხეთ ჭარხალი, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და 2 კოვზი მაიონეზი.

4.გახეხეთ სტაფილო და დაუმატეთ გახეხილ ყველს.

5.შემწვარ ქათამს დაუმატეთ მაიონეზი და დაქუცმაცებული ნიგოზი.

6.შავ ქლიავს მოასხით თბილი წყალი და დატოვეთ 10 წუთი, წვრილად დაჭერით.

7.ააწყეთ სალათი: პირველი ფენა – ჭარხალი და ხორცი. შემდეგ – სტაფილო, ყველი, შავი ქლიავი და ჭარხალი. ზემოდან მოაყარეთ მწვანილი და მოასხით მაიონეზი.

გემრიელად მიირთვით!