წითელი ლობიოს მოტი – იაპონიაში ბრინჯის ეს ნამცხვარი მთელი წლის განმავლობაში პოპულარულია

2047

მოტი – იაპონური წებოვანი ბრინჯის ნამცხვარია. ძველ დროში მას იაპონელები ახალ წელს ამზადებდნენ. დღეს კი მთელი წლის განმავლობაში პოპულარულია. მომზადების შემთხვევაში არც თქვენ დარჩებით გულგრილნი.

ინგრედიენტები:

ლობიოს გულსართისთვის:

  • 50 გ (1/2 ჭიქა) ხმელი წითელი ლობიო
  • 4 ს.კ შაქარი

ცომისთვის: 

  • 150 გ (1 ჭიქა) ბრინჯის წებოვანი ფქვილი
  • 50 გ (1/4 ჭიქა) შაქარი
  • 250 მლ (1 ჭიქა) წყალი
  • 50 გ (1/3 ჭიქა) სახამებელი
  • 50 გ (1/3 ჭიქა) ქოქოსის კაკალი

მომზადების წესი:

  1. ლობიოს გულსართი: ლობიოს მარცვლები მთელი ღამით ცივ წყალში დაალბეთ. გადაწურეთ.
  2. ლობიო საშუალო ზომის ქვაბში წამოადუღეთ, წყალი გამოუცვალეთ და მაღალ ცეცხლზე ისევ წამოადუღეთ. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, დაახურეთ და 1,1/2 საათი ხარშეთ.
  3. კიდევ გადაწურეთ. გადაიტანეთ სამზარეულოს კომბაინში, დაუმატეთ შაქარი და ერთგვაროვან მასად აქციეთ.
  4. მიღებული მასა ქვაბში დააბრუნეთ და კერძის მომზადება ცეცხლზე გააგრძელეთ. დროდადრო ურიეთ. როცა გასქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და ჯამში გადაიტანეთ. გააცივეთ.
  5. ცომი: ბრინჯის ფქვილი და შაქარი მომცრო ცეცხლგამძლე ჯამში  გადაიტანეთ, მოზილეთ წყლით. ჯამი ორთქლის  აბაზანაზე მოათავსეთ, დაახურეთ და 30-35 წთ გააჩერეთ. მკვრივი ცომი უნდა მიიღოთ. გააგრილეთ.
  6. სამუშაო ზედაპირს სახამებელი მოაყარეთ და გოლფისებური ბურთები დაამზადეთ, შემდეგ 8 სმ-იან წრეებად გააბრტყელეთ. ზედაპირზე სახამებელი მოაყარეთ, რომ არ მიეწებოს.
  7. სავსე კოვზი ლობიოს გულსართი თითოეული წრის ცენტრში მოათავსეთ, ცომი გადაკეცეთ და გულსართი შიგნით მოაქციეთ. შემდეგ ქოქოსის დაფქულ კაკალში ამოგანგლეთ და სუფრაზე მიიტანეთ.

გაუზიარეთ მეგობრებს  იაპონური ნამცხვრის შესანიშნავი რეცეპტი.