წითელი თევზის და კიტრის განუმეორებელი სალათი

883

თევზებს შორის ორაგული ჩემი ფავორიტია. დღესასწაული არ გავა მის გარეშე. მისგან ვამზადებ სალათებს და სენდვიჩებს, რომლებსაც ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ.

ინგრედიენტები

  • ოარაგული 150გ
  • კარტოფილი 2 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • კიტრი 1 ცალი
  • მაიონეზი გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშეთ სტაფილო, კვერცხი, კარტოფილი და გახეხეთ.

2.დაჭერით კიტრი და თევზი კუბიკებად.

3.ააწყეთ სალათი ფენებად: კარტოფილი, ნახევარი თევზი, სტაფილო, კიტრი, კვერცხი. თითოეული ფენის შემდეგ წაუსვით მაიონეზი.

4.ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი თევზი და მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!