წვნიანი შებოლილი სკუმბრია: არომატული თევზის მომზადების საუკეთესო ტექნოლოგია

429

საბოლველი მდიდარი გემოს მქონე კერძის მომზადებაში პირველი დამხმარეა. შებოლილი ხორცისა და თევზისთვის შეუცვლელი ნივთია. მისი დახმარებით მადისაღმძვრელ კერძს მსუბუქად წასახემსებლად ან ნოყიერი ვახშმისთვის სწრაფად მოამზადებთ.

გთავაზობთ წვნიანი სკუმბრიის რეცეპტს. არომატული თევზი საოცრად მარტივად მზადდება. ძალიან ცოტა ინგრედიენტი სჭირდება. გაქვთ სკუმბრია, მარილი და შაქარი? დროა კულინარიული შედევრი შექმნათ!

შებოლილი წვნიანი სკუმბრია: რჩევები

შებოლილ თევზს მდიდარი ხილის ნოტები რომ ჰქონდეს, ვაშლის, მსხლის ან ალუბლის ნახერხი გამოიყენეთ. თუ გსურთ, რომ სკუმბრიას ოქროსფერი შეფერილობა ჰქონდეს, მაშინ მურყანი გამოიყენეთ. მთავარია, გამოყენებამდე ნახერხი 1 ლ ცივ წყალში ჩაალბოთ.

ინგრედიენტები:

  • 2,5 კგ სკუმბრია
  • 1 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

1. ახალი სკუმბრია გაასუფთავეთ. კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. თითოეულ თევზს 1 ჩ/კ მარილისა და შაქრის ნარევი როგორც გარედან, ასევე შიგნიდან წაუსვით. 30 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

2. საბოლველზე ფოლგა დააფინეთ. ზემოდან ჩალბობილი ნახერხი დაყარეთ. ნახერხი წინასწარ გაწურეთ.

3. ფოლგის მეორე ფენა დააფინეთ. კიდეები შეკარით. ფოლგა ჩანგლით დასერეთ. ზემოდან გისოსი დაადეთ და პერგამენტი დააფინეთ. ახლა თევზი დადეთ.

4. საბოლველს თავსახური დაახურეთ. შემდეგ ახადეთ და ორთქლი გამოუშვით. საბოლველი 1,5 წუთით ღია დატოვეთ, შემდეგ ისევ თავსახური დაახურეთ და სკუმბრია 20-25 წუთით 100 გრადუსზე შებოლეთ.

ვადის გასვლის შემდეგ თევზი თეფშზე გადაიტანეთ და 10 წუთით გააჩერეთ. თბილი ან ცივი სკუმბრია სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. ნებისმიერ შემთხვევაში გემრიელია. მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ. შებოლილი თევზის შენახვა იდეალური გადაწყვეტილებაა.