წვნიანი და გემრიელი. გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო ფარშით და პიკანტური სოუსით

87

1 საათზე ნაკლებ დროში გემრიელი და ორიგინალური ვახშმის მომზადება შესაძლებელია. როცა სამსახურიდან დაღლილი მოდიხართ, სამზარეულოში დიდხანს ტრიალის სურვილი არ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ყვავილოვანი კომბოსტო ფარშით და პომიდვრით სწრაფი და გემრიელი ვახშმისთვის საუკეთესო ვარიანტია.

ვახშამი მაქსიმალურად სასარგებლო შეგიძლიათ გააკეთოთ. ამისთვის სოუსში მხოლოდ ერთი ინგრედიენტი შეცვალეთ. არა მაიონეზი, არამედ ცხიმიანი არაჟანი დაუმატეთ. ძალიან გემრიელი და ნაკლებად კალორიული გამოვა.

ყვავილოვანი კომბოსტო ფარშით: რჩევა

დაცვენილი თანაყვავილედი არ გადაყაროთ. გაყინეთ. გარნირის ან წასახემსებლის მოსამზადებლად გამოგადგებათ. მაგალითად, ყვავილოვანი კომბოსტო კლიარში შეწვით. მისი ნაზი გემო გაგაოცებთ!

ინგრედიენტები:

  • 1 ყვავილოვანი კომბოსტო
  • 200 გ ქათმის ფარში
  • 1 პომიდორი
  • 2 ს/კ მაიონეზი
  • 2 კბილი ნიორი
  • 60 გ ხმელი ყველი
  • 0,5 ჩ/კ ქინძი
  • 1 ჩ/კ ფრანგული მდოგვი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • კამა გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ქათმის ფარშს მარილი, შავი წიწაკა და დაფქული ქინძი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

2. კომბოსტო კარგად გარეცხეთ. ქაღალდით გაამშრალეთ. ყვავილოვანი კომბოსტო 1,5-2 სმ სისქის ფირფიტებად დაჭერით.

3. ცხელ ტაფაზე მზესუმზირის ზეთში შეწვით. თითოეული მხრიდან 3 წუთით მსუბუქ შეწითლებამდე შეწვით.

4. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. პომიდორი და მწვანილი გარეცხეთ. პომიდორი თხელ რგოლებად დაჭერით, კამა – ძალიან წვრილად.

5. შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.

6. მაიონეზი, მდოგვი, დაჭრილი კამა და ნიორი კარგად აურიეთ.

7. კომბოსტოს მარილი მოაყარეთ, ზემოდან ფარში და პომიდვრის რგოლები დაადეთ. სოუსი წაუსვით.

8. ხმელი ყველი გახეხეთ. კომბოსტოს და ფარშს მოაყარეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით აცხვეთ.

ესეც ასე, გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო ყველის ქუდით მზადაა. პიკანტური სოუსი და პომიდორი კერძს უჩვეულო წვნიანობას მატებს, მის გემოს საოცარს ხდის. სწრაფი, არომატული და ძალიან ორიგინალურია!