მანტოუ – ჩინური ფუნთუშებია შიგთავსის გარეშე, რომელიც ძალიან პოპულარულია ქვეყნის გარეთაც. საოცრად ნაზი და ჰაეროვანი ფუნუშები შესანიშნავი საფუძველია ბუტერბროდებისთვისა და სენდვიჩებისთვის. წაუსვით ნახევარს შოკოლადის პასტა ან ჯემი – მარტივი და გემრიელი დესერტი მზადაა!
კიდევ ერთი პლიუსი: მზა ფუნთუშები შეგიძლიათ გაყინოთ და შემდეგ უკვე სურვილისამებრ გააცხელოთ მიკროტალღურ ღუმელში.
ინგრედიენტები
- 400 გრ ფქვილი
- 1 ჩ.კ. საფუარი
- 200 მლ რძე
- 30 მლ წყალი
- 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 40 გრ შაქარი
- 1 ს.კ. ზეთი
- 1 მწ მარილი
მომზადება
1. დაასხით საფუარს თბილი წყალი და დატოვეთ ცოტა ხნით.
2. შეურიეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი, საფუარი, დაუმატეთ თბილი რძე და ზეთი. მოზილეთ ცომი. საკმაოდ ელასტიური და მკვრივი უნდა გამოვიდეს.
3. დააფარეთ ცომს და დადგით თბილადგილას 30 წუთით. შემდეგ კვლავ დაამუშავეთ და შექმენით ფუნთუშები.
4. ამისათვის გაყავით ცომი 4 ნაწილად, ყოველი ნაწილი გააბრტყელეთ 0,5 სმ სისქის მართკუთხედებად. წაუსვით წყალი და დაახვიეთ რულეტები. ყოველი რულეტი დაჭერით 4 ნაწილად.
5. დააფინეთ საცხობისქაღალდი საცერზე. მოათავსეთ ფუნთუშები. აადუღეთ ქვაბში წყალი და დადგით ფუნთუშებიანი საცერი. დააფარეთ თავსახური ისე რომ ფუნთუშებს ამოსვლის საშუალება ჰქონდეს. მოამზადეთ 12-15 წთ განმავლობაში.
6. მომზადების დასრულების შემდეგ კიდევ 5 წუთი არ ახადოთ თავსახური.
მოამზადეთ სიამოვნებითდა გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!