ძალიან ნაზი და ჰაეროვანი ხაჭოს სწრაფი ორცხობილები

1389

ხაჭოს დესერტი ყველას მოსწონს და უყვარს. ძალიან ნაზი და ჰაეროვანი გამოდის. ამ რეცეპტით მის სწრაფად მოზმადებასაც შეძლებთ. მგონი იდეალურ ვარიანტია!

მეგობარმა გამიზიარა ეს რეცეპტი, მას შემდეგ ამ დესერტზე შეყვარებული ვარ.

ინგრედიენტები

  • ხაჭო 250გ
  • მაეილი
  • შაქარი 70გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 60მლ
  • ხორბლის ფქვილი 220გ
  • გამაფხვიერებლი 1 ჩაის კოვზი
  • ყავისფერი შაქარი 50გ
  • დარიჩინი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ ხაჭო, შაქარი და მარილი. დაუმატეთ კვერცხი და სურვილისამებრ ვანილი. დააბლენდერეთ მასა.

2.ცალკე ჯამში გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. მშრალი მასა დაუმატეთ ხაჭოს. მოურიეთ და მზა ცომი გაყვაით 2 ნაწილად.

3.თითოეულ ნაწილს მიეცით ძეხვის ფორმა. გაყავით ერთნაერ ულუფებად. ამოავლეთ ყავისფერ შაქარში და დარიჩინში. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!