ინგრედიენტები
კრემისთვის
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 100გ
- ფქვილი 2 სუფრის კოვზი
- რძე 2 ჭიქა
- კაკაო 1 სუფრის კოვზი
- კარაქი 100გ
- მოხარშული შედედებული რძე 1 ქილა
კორჟებისთვის
- ტკბილი ორცხობილა 500-600გ
მომზადება
- რძე (1 ჭიქა) ჩაასხით ქვაბში და აადუღეთ.
- ღრმა ჯამში ჩატეხეთ კვერცხი.
- დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ.
- მოაყარეთ ფქვილი და კაკაო.
- ისევ კარგად ათქვიფეთ.
- ნელ-ნელა ჩაასხით რძე (ოთახის ტემპერატურის).
- კარგად ათქვიფეთ მთლიანი მასა.
- კვერცხის მასა ნელ-ნელა ჩაასხით ადუღებულ რძეში.
- მოურიეთ, წამოადუღეთ და გადაიტანეთ ცეცხლიდან.
- მასა გადაიტანეთ სხვა ჯამში და ჩაასხით შედედებული რძე.
- მოურიეთ და დაუმატეთ კარაქი.
- კრემი მზად არის.
- ფორმას წაუსვით კრემი.
- მოათავსეთ 1 ფენა ორცხობილა.
- ამ მეთოდით ააწყვეთ დესერტი.
- მე გამომივიდა 4 ორცხობილის ფენა.
- ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა.
გემრიელად მიირთვით!