ძალიან გემრიელი თბილი კალმახისა და კარტოფილის სალათა

1150

თუ ქაფჩია არ გიყვართ, სალათა მის გარეშე მოამზადეთ. მაინც ძალიან გემრიელი იქნება. მარტივი და გემრიელი, აი ასეთი გახლავთ ეს სალათა.

ინგრედიენტები: 

  • 2 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 60 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 4 კალმახის ფილე
  • 3 ს.კ.  ფიჭვის კაკალი
  • 500 გ ახალი კარტოფილი
  • 1 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
  • 90 გ ქაფჩია მარინადში
  • 2 ს.კ. კაჰარი
  • 1/2 ჭიქა რეჰანი
  • 100 გ ინდაუ

მომზადების წესი:

  1. ელექტროღუმელი წინასწარ გაახურეთ 220 გრადუსზე.
  2. ბულგარული წიწაკის ნაჭრებს კულინარიული ფუნჯით ზეთი გადაუსვით და შიდა მხრიდან თუნუქის ფურცელზე მოათავსეთ. შეწვით 15 წუთი. იმავე თუნუქის ფურცელზე კალმახის ნაჭრები გადაიტანეთ, მოაყარეთ ფიჭვის კაკლები და 10 წუთი შედგით ღუმელში.
  3. კარტოფილი კანიანად მოხარშეთ. დაჭერით სქელ ნაჭრებად.
  4. 4 ს.კ. ზეთი და ძმარი დიდ ჯამში მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ. დაუმატეთ ქაფშია და კაჰარი.
  5. როცა შემწვარი ბულგარული საკმარისად გაგრილდება, კანი მოაცილეთ და გრძელ, თხელ ზოლებად დაჭერით. გადაიტანეთ დიდ ჯამში რეჰანსა და კარტოფილთან. ტაფაზე დარჩენილი წვენიც მოასხით და ჯამი კარგად შეანჯღრიეთ.
  6. შემდეგ ყველაფერი ინდაუსთან ერთად დიდ ლანგარზე მოათავსეთ, კალმახი ფენებად დაალაგეთ და მოხალული ფიჭვის კაკალი მოაყარეთ. სუფრაზე თბილი მიიტანეთ.