ცხარე ყაბაყი კორეულად. უგემრიელესი ნამზადი ზამთრისთვის

387

წვნიანი ყაბაყი, ხრაშუნა სტაფილო და ფერადი ბულგარული წიწაკა გარანტიაა, რომ სალათი წარმოუდგენლად გემრიელი და ლამაზი გამოვა. ბოსტნეულის ასეთი წარმატებული კომბინაცია სხვა არჩევანს არ ტოვებს. ამაში რომ დარწმუნდეთ, ყაბაყი კორეული რეცეპტით დააკონსერვეთ.

წასახემსებლის სიცხარე და პიკანტურობა თავს შეაყვარებს მათაც, ვინც ასეთი ბოსტნეულის კონსერვების დიდი მოყვარული არაა. ასეთ სალათზე უარის თქმა შეუძლებელია, რადგან მისი გარეგნობა გთხოვთ, ჩანგალი ხელში სწრაფად აიღოთ.

როგორ მოვხუფოთ ყაბაყი კორეულად ზამთრისთვის

ბოსტნეულის ნამზადის მოსამზადებლად სიცხარის დონე თავად დაარეგულირეთ. მთავარია, ცხელი წიწაკის დამატებაში არ გადააჭარბოთ, რადგან ასე სალათი ზედმეტად ცხარე გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ყაბაყი
  • 250 გ ბულგარული წიწაკა
  • 150 გ ხახვი
  • 0,5 კონა რეჰანი
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • 4 ს/კ შაქარი
  • 80 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 0,5 კგ სტაფილო
  • ჩილის წიწაკა გემოვნებით
  • 1 ნიორი
  • 1 ჩ/კ ქინძი
  • 1 ს/კ მარილი
  • 80 მლ ძმარი

მომზადების წესი:

1. სტაფილო გათალეთ. ყაბაყი კარგად  გარეცხეთ. ბოსტნეული გახეხეთ. ხახვი გაასუფთავეთ და ნახევარ რგოლებად დაჭერით.

2. ნიორი გაასუფთავეთ, რეჰანი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, ყუნწები მოაშორეთ და თესლისგან გაწმინდეთ. ბოსტნეული ზოლებად დაჭერით. ცხარე წიწაკა გარეცხეთ და თხელ რგოლებად დაჭერით.

3. მომზადებული ბოსტნეული, მწვანილი და ნახევარი ხახვი ღრმა თასში აურიეთ. შაქარი და მარილი მოაყარეთ. ქინძი და დაფქული პაპრიკა დაუმატეთ.

4. ცხელ ტაფაზე ნახევარი ხახვი მზესუმზირის ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. შერეულ ბოსტნეულს ცხელი ზეთი მოასხით. შემწვარი ხახვი დაუმატეთ.

5. ძმარი დაასხით. ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ. 3 საათი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. პერიოდულად აურიეთ.

6. ბოსტნეული სუფთა ქილებში გაანაწილეთ. გამოყოფილი წვენით ბოლომდე გაავსეთ. ქილაში ხის ჯოხი ან დანა ჩაარჭეთ, რომ ჰაერი გამოვიდეს. დარჩენილი წვენი ჩაასხით.

7. ქილებს თავსახური დაახურეთ. ქვაბში მოათავსეთ. წინასწარ ქვაბში პირსახოცი ჩააფინეთ. წყალი ჩაასხით ისე, რომ ქილებს მხრებამდე წვდებოდეს. ადუღების შემდეგ ქილები ქურაზე კიდევ 20 წუთი გააჩერეთ.

8. ქილები კარგად მოხუფეთ. გადააბრუნეთ და თბილად შეფუთეთ. სამზარეულოში სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.

თუ მთელი სალათი ქილებში ვერ ჩაატიეთ, ნაწილი მაცივარში შეინახეთ. მეორე დღეს ბოსტნეულის ნარევი შეგიძლიათ მიირთვათ. ოჯახის წევრები სუფრიდან წამებში გააქრობენ.