ცხარე სპაგეტი ფიჭვის კაკლითა და ქიშმიშით – ტკბილის და მწარეს იდეალური კომბინაცია

980

ეს სიცილიური რეცეპტია, სწორედ იქ უყვართ ერთროულად ტკბილი და მწარე. სიცილიელები ქიშმიშსა და ფიჭვის კაკალს კერძებში ხშირად იყენებენ, ეს ახლო აღმოსავლეთთან ისტორიული სიახლოვის ერთგვარი გამოძახილია.

ფიჭვის კაკალი – იგივე კედრის კაკალი. ინტენსიურად მოიხმარება იტალიურ სამზარეულოში. მაგ., ცნობილი საწებელი პესტო კედრის კაკლის გარეშე არ მზადდება.

ინგრედიენტები: 

  • 500 გ სპაგეტი
  • 120 მლ  ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 მწარე წითელი წიწაკა
  • 90 გ ფიჭვის კაკალი
  • 90 გ ოქროსფერი ქიშმიში
  • მარილი, შავი პილპილი
  • 4 ს.კ. დაჭრილი ოხრახუში

მომზადების წესი: 

  1. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და აადუღეთ, ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ.
  2. სანამ პასტა მომზადდება, წვრილად დაჭრილი  ნიორი და მწარე წიწაკა დიდ ტაფაში საშუალო ცეცხლზე მოშუშეთ.
  3. დაუმატეთ ფიჭვის კაკალი და ოქროსფერი ქიშმიში, შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით, შუშეთ კიდევ წუთი და დაელოდეთ პასტის მოხარშვას.
  4. მომზადებული პასტა საწებელიან ტაფაში გადაიტანეთ. დაუმატეთ ოხრახუში და მაღალ ცეცხლზე ურიეთ.
  5. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.