ცხარე, პიკანტური და ქერქით: გამომცხვარი ახალი კარტოფილი პერგამენტში

27

სუპერმარკეტში ახალი კარტოფილის გამოჩენას მთელი წელი ველოდები. რა თქმა უნდა, მისგან ბევრ კერძს ვერ მოამზადებთ, როგორც ძველისგან. და მაინც, ახალი კარტოფილის გარნირი უფრო გემრიელი და არომატულია, ზაფხულის სურნელით. წელს კარტოფილი პერგამენტში ჩემი ფავორიტია. ძირნაყოფის მომზადების საინტერესო მეთოდია.

კარტოფილის გამოცხობას დიდი დრო არ სჭირდება. ზეითუნის ზეთის ბაზაზე საკაზმი მოამზადეთ და ბოსტნეული ღუმელში მოათავსეთ. გარწმუნებთ, ისეთი არომატი გავრცელდება, რომ უმი კერძის ჭამას ისურვებთ.

როგორ მოვამზადოთ გამომცხვარი ახალი კარტოფილი პერგამენტში

რა თქმა უნდა, კარტოფილი პერგამენტში არა მხოლოდ ახალი ბოსტნეულისგან შეგიძლიათ მოამზადოთ. ამ შემთხვევაში ძირნაყოფი აუცილებლად გათალეთ, ხოლო ყველაზე მსხვილი დაჭერით.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ახალი კარტოფილი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • რეჰანი გემოვნებით
  • 5 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 4 კბილი ნიორი
  • 0,3 ჩ/კ შავი წიწაკა (დაფქული)

მომზადების წესი:

1. ზეითუნის ზეთი, მარილი, წიწაკა, პრესში გატარებული ნიორი და წვრილად დაჭრილი რეჰანი აურიეთ.

2. ახალი კარტოფილი კარგად გარეცხეთ და მზა ნარევი მოასხით. აურიეთ, რომ საკაზმი თანაბრად გადანაწილდეს.

3. საცხობ ფორმას პერგამენტი დააფინეთ, კარტოფილი თანაბრად დააწყვეთ და პერგამენტში კონვერტივით გაახვიეთ. 180 გრადუსზე 40-50 წუთით აცხვეთ.

თუ ღუმელში გამომცხვარ კარტოფილზე მოწითალო ქერქის მიღება გსურთ, მომზადებამდე 10 წუთით ადრე კონვერტი გახსენით, შემდეგ ფორმა ღუმელში დააბრუნეთ. რეჰანის გარდა ბოსტნეულს როზმარინიც იდეალურად უხდება. სიტყვაზე, კერძს გახეხილი ყველი შეგიძლიათ დაუმატოთ და სუფრაზე საყვარელ სოუსთან ერთად გაიტანოთ.