ცივად მომზადებული ტორტი – უმარტივესი დესერტი ცხობის გარეშე!

4093

თუ დიდი კულინარი და კონდიტერი არ ხართ, არც დრო გაქვთ ტკბილი დესერტების მოსამზადებლად, მაგრამ გსურთ ერთ მშვენიერ დღეს რაიმე მარტივი და გემრიელი მოამზადოთ, მაშინ ეს მარტივი რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა – ცივი ტორტი ცხობის გარეშე!

ცივად მომზადებული ტორტი 

ინგრედიენტები:

  • ორცხობილა (ნებისმიერი) – 500 გრამი
  • რძე – 2 – 3 ჭიქა
  • კვერცხი – 3 ცალი
  • შაქარი – 3/4 ჩაის ჭიქა
  • კარტოფილის ფქვილი – 2 ჩაის კოვზი
  • სიროფი, ცუკატები ან მოხალული ნიგოზი მოსართავად

მომზადების წესი:

  1. ორი – სამი ჭიქა რძე წამოვადუღოთ.
  2. 3 კვერცხის გულის გოგლიმოგლს გავურიოთ კარტოფილის ფქვილი და არომატისათვის ცოტა ვანილი.
  3. ფქვილიანი გოგლიმოგლი ჩავუმატოთ რძეში და ერთხელ წამოვადუღოთ, თან ვურიოთ სწრაფად. მივიღებთ თხელ ფაფას, კრემს.
  4. 500 გრამი ორცხობილა დავალაგოთ თეფშზე მრგვალად ან ოთხკუთხედად და მოვასხათ კრემი.
  5. ზემოდან დავაწყოთ მეორე ფენა და მასზედაც მოვასხათ კრემი. ასე დავაწყოთ თანდათანობით 500 გრამი ორცხობილა.
  6. გარედან გავაფორმოთ მურაბის შესქელებული სიროფით, ცუკატებით ან პირდაპირ მოვაყაროთ მოხალული ნიგვზის ნამცეცები.

სულ ესაა, ცივი ტორტი მზადაა. გაუზიარეთ ეს მარტივი რეცეპტი მეგობრებსაც.