ცეცხლზე მომზადებული კექსი, რომელიც საოცარია!

2632

ოჯახში ჩავატარეთ ექსპერიმენტი და შედეგად კი ასეთი საოცრება მივიღეთ!

გემრიელი, ნაზი, არომატული და ძალიან ფაფუკი დესერტის მომზადებას დღეს ერთად შევეცდებით!

ინგრედიენტები

  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 1 ჭიქა
  • რძე 1 ჭიქა
  • მზესუმზირის ზეთი 0,5 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • ხორბლის ფქვილი 2 ჭიქა
  • კაკაო 2 სუფრის კოვზი
  • კარაქი 50გ
  • არაქისის კარაქი გემოვნებით
  • ვანილი გემოვნებით
  • მანდარინი გემოვნებით

მომზადება

1.ათქვიფეთ კვერცხი აქაფებამდე. დაუმატეთ ვანილი, მცენარეული ზეთი, ჭიქა რძე, გაცრილი ფქვილი და მოურიეთ. დაუმატეთ გამაფხვიერებელი და მოზილეთ ცომი.

2.ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთს დაუმატეთ დარჩენილი რძე და კაკაო.

3.ღრმა ქვაბს წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ცოტა ფქვილი. ცენტრში მოათავსეთ ჭიქა და ჩაასხით რიგ-რიგობით ორივე ფენა ცომი.

4.ქვაბი მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე, დააფარეთ პირსახოცი და შემდეგ თავსაფარი. მოამზადეთ 5 წუთი, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და დაელოდეთ 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!