ჩორბა რუმინულად: საოცრად არომატული წვნიანი, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს

4962

ჩორბა – სქელი წვნიანია, რომელსაც ამზადებენ რუმინეთში, მოლდოვაში, სერბეთში, ბულგარეთში. მას ხორცის ბულიონისგან ამზადებენ და დიდი ოდენობით ბოსტნეულს უმატებენ, რაც მას წარმოუდგენლად არომატულს ხდის.

რუმინულ ჩორბაში კვერცხისა და არაჟნის ნაზავს უმატებენ, კერძი ამით კიდევ უფრო გემრიელი ხდება. ხორცი მოხარშვის შემდეგ შეწვით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო გემოს მისაღებად.

რჩევები ინგრედიენტებთან დაკავშირებით: ხორცი უმჯობესია ცხვრის ან თხის იყოს, თუმცა, საქონლის ხორციც გამოდგება. ნიახურის ძირები – საშუალო ზომის. პომიდორი შეგიძლიათ დაკონსერვებულიც გამოიყენოთ. არაჟანი საშუალო ცხიმიანობის, მთავარია მჟავე არ იყოს.

ინგრედიენტები

  • 500 გრ საქონლის ხორცი
  • 2 ც ხახვი
  • 1 ც ნიახური
  • 3 ც სტაფილო
  • 2 ც ბულგარული წიწაკა
  • 3 ც პომიდორი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 1-2 ს.კ. ფქვილი
  • 1 ც პასტერნაკი
  • 1 კონა ნიახური
  • 2 კვერცხის გული
  • 200 გრ არაჟანი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 3 ლ წყალი
  • 2 კბ ნიორი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • შავი პილპილის კაკლები გემოვნებით
  • 0,5 ჩ.კ. ქონდარი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოამზადეთ ხორცის ბულიონი. გარეცხეთ ხორცი, დადგით მაღალ ცეცხლზე, მოხადეთ ქაფი ადუღებისას. ხარშეთ 1 საათი. მოხარშვამდე 30 წუთით ადრე დაუმატეთ დაუჭრელი გაფცქვნილი ხახვი. 15 წუთით ადრე – ქონდარი, დაფნის ფოთოლი და პილპილის კაკლები. მზა ბულიონი დაწურეთ, ამოიღეთ ხორცი.

2. დაჭერით წვრილ კუბებად სტაფილო, ნიახური, პასტერნაკი, ხახვი. ბულგარული – ზოლებად. მოთუშეთ ბოსტნეული ზეთში.

3. დაუმატეთ კანგაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი პომიდორი. მოთუშული ბოსტნეული ჩაყარეთ ბულიონში და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში.

4. დაჭერით მოხარშული ხორცი, შეწვით ზეთში, დაუმატეთ ფქვილი და ჩაყარეთ ბულიონში. დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში.

5. ამასობაში შეურიეთ კვერცხის გული, არაჟანი და ლიმონის წვენი. ჩაასხით ნაზავი წვნიანში, დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი. ადუღებიდან 2 წუთში გამორთეთ გაზქურა.

ჩორბა შესანიშნავია ნაბახუსევზე: ფეხზე დააყენებს ყველაზე მძიმე ქეიფის მერეც კი. მიირთვით ჩორბა სქელ არაჟანთან ან ნივრის სოუსით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!