ძალიან სწრაფი ღვეზელი, რომელიც უმარტივესად მზადდება. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხი, მწვანილი და ხახვი.
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- მოხარშული კვერცხი 5 ცალი
- მწვანე ხახვი 30გ
- მარილი 1/2 ჩაის კოვზი
ინგრედიენტები ცომისთვის
- ტბილი წყალი 250მლ
- შაქარი 25გ
- მარილი 15გ
- მზესუმზირის ზეთი 35მლ
- მშრალი საფუარი 25გ
- ხორბლის ფქვილი 550 + 200გ
- ცხელი წყალი 250მლ
მოვამზადოთ შიგთასვი
მოხარშული კვერცხი დაჭერით და მოათავსეთ ჯამში. წვრილად დაჭერით ხახვი და დაუმატეთ კვერცხს. მოაყარეთ მარილი და მოურიეთ.
მოვამზადოთ ცომი
- ღრმა ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, ჩაყარეთ შაქარი, მარილი, კარაქი, საფუარი და მოურიეთ.
- დაუმატეთ 550გ გაცრილი ფქვილი, მოურიეთ და ჩაასხით ადუღებული წყალი. ისევ კარგად მოურიეთ.
- გაცერით 200გ ფქვილი და მოზილეთ ცომი ხელით.
- ხელი დაიმუშავეთ ცხიმით და ცომს მიეცით ღვეზელის ფორმა.
- გააბრტყელეთ, მოათავსეთ შიგთავსი და გადაფუთეთ.
- შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!