შოტლანდიური ფხვიერი ორცხობილა

1059

ფხვიერი ორცხობილა “შოტბერდი” – ეს ტიპიური ბრიტანული დესერტია შოტლანდიური ფესვებით. ის საკმაოდ დიდ ისტორიას ატარებს, რადგან მასზე ცნობილი უკვე XII საუკუნეში გახდა. თავიდან ცომს უმატებდნენ საფუარს და ღუმელში აცხობდნენ, შემდეგ აშრობდნენ ოტახის ტემპერატურაზე, სანამ ორცხობილა არ გახდებოდა ფხვნადი და ხრაშუნა.

რადგან იმ დროს კარაქი ფუფუნების საგანი იყო, ამ ორცხობილას მხოლოდ სადღესასწაულოდ ამზადებდნენ: საახალწლოდ და საქორწილოდ. ორცხობილა ცხვება კარაქზე არც თუ ისე მარალ ტემპერატურაზე. ტრადიციულად შოტბერდი უნდა იყოს ღია ფერის.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 160გ
  • ბრინჯის ფქვილი 50გ
  • კარაქი 180გ
  • ყავისფერი შაქარი 100გ
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • ზღვის მარილი მწიკვი

მომზადება

1.ყავისფერი შაქარი ჩაყარეთ ღრმა ჯამში, სადაც მოზილავთ ცომს. დაუმატეტ 180გ დარბილებული კარაქი, ფრთხილად მოურიეთ ხელის სათქვეფით. ათქვიფეთ 2 წუთის განმავლობაში მიქსერის დახმარებით.

2.ცომს დაუმატეთ გაცრილი ბრინჯის ფქვილი და მოურიეთ ნიჩბით. ულუფებად დაუმატეთ ხორბლის ფქვილი და მწიკვი ზღვის მარილი. ნიჩბით მოზილეთ ცომი

3.ცომი გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე (არ დაამუშაოთ ზეთით). მოასწორეთ, დაჭერით 8 ნაწილათ და რამდენიმე ადგილას ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ.

4.ღუმელი წინასწარ გაახურეთ 160 გრადუსზე და ორცხბილა გამოაცხვეთ 25-35 წუთი. მზა ორცხობილას მოაყარეთ შაქარი. კიდევ ერთხელ გაჭერით სანამ ცხელია.

გაგრილების შემდეგ ორცხობილა ხდება დამახასიათებელი კონსისტენციია. ის მარტივად მსხვრევადია, ამიტომ წინასწარ უნდა გაჭრათ მანამ, სანამ გამოაცხობთ. გემრიელად მიირთვით!