შოკოლადის ტორტი თაფლით. გემრიელი და ნაზი დესერტი

538

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მორიგ გემრიელ ტორტს თაფლით და შოკოლადით.

ინგრედიენტები:

  • 0,6 კგ ხორბლის ფქვილი
  • 150 გრ თაფლი
  • 0,15 კგ შაქარი
  • 150 გრ კარაქი
  • 30 გრ კაკაოს ფხვნილი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩ/კ სოდა

კრემის ინგრედიენტები:

  • 600 ან 700 გრ არაჟანი (ცხიმიანი)
  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • შაქრის ფხვნილი სურვილისამებრ

მომზადების წესი:

  1. ფქვილი და კაკაოს ფხვნილი ერთად გაცერით.
  2. ცალკე თასში 150 გრ კარაქი გაადნეთ.
  3. უმი კვერცხი შაქართან ერთად მსუბუქად ათქვიფეთ.
  4. 150 გრ ნატურალური თაფლი შეათბეთ, მაგრამ არ აადუღოთ. სოდა დაუმატეთ და აურიეთ.
  5. კარაქი და კვერცხი, შემდეგ თაფლი აურიეთ. ბოლოს კაკაოს და ფხვნილის ნარევი დაუმატეთ.
  6. ცომი ჯერ ჭურჭელში მოზილეთ, შემდეგ სამუშაოს ზედაპირზე.
  7. ცომი ელასტიური და რბილი უნდა გამოვიდეს.
  8. მთელი მოცულობა 12 ნაჭერად დაყავით, თითოეული ძეხვივით დაამრგვალეთ, პარკი დააფარეთ და გააჩერეთ.
  9. პერგამენტს ფქვილი მოაყარეთ და მორიგეობით თითოეული გააბრტყელეთ. სულ 12 ცომის ნაჭერი გამოვა. წრის დიამეტრი – 23 სმ.
  10. ამის შემდეგ ბისკვიტის ფენები თანაბრად გადაჭერით. ღუმელი 160-180 გრადუსამდე გააცხელეთ.
  11. სანამ ბისკვიტის ფენებს გამოაცხობთ, რამდენიმე ადგილას ჩახვლიტეთ.
  12. შემდეგ გამომცხვარი ფენები გააგრილეთ. ბოლო ფენა იმ ნაჭრებიდან გამოაცხვეთ, რომელიც გადაჭერით. დეკორისთვის გამოგადგებათ.
  13. კრემისთვის ცხიმიანი არაჟანი და შესქელებული რძე აიღეთ. ერთად ათქვიფეთ.
  14. თუ სურვილი გაქვთ, ცოტა შაქრის ფხვნილი დაუმატეთ.
  15. ტორტი აარწყვეთ.ფენებს შორის არაჟნის კრემი წაუსვით. ამის შემდეგ ცოტა ხნით გააჩერეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს. ტორტი მზადაა, შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ.

რჩევა: კარგი იქნება, თუ ტორტის ზედა ნაწილს დარჩენილ კრემს წაუსვამთ და ბოლოს გამომცხვარი დაჭრილი ნარჩენებით ისე გააფორმებთ, როგორც ფანტაზია მიგანიშნებთ.

თავად მიირთვით და ახლობლებიც დაპატიჟეთ!