შოკოლადის კექსის მომზადების საიდუმლო რეცეპტი

3645
შოკოლადის კექსის მომზადების საიდუმლო რეცეპტი
შოკოლადის კექსის მომზადების საიდუმლო რეცეპტი

სახლის პირობებში კექსის მომზადება ნამდვილი ხელოვნება არის. თქვენ შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ როგორც ნამცხვრის ფორმაზე, ასევე მისი გემოს მახასიათებლებზე.

ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ პირველად კექსს ჯერ კიდევ ძველ რომში ამზადებდნენ. ადგილობრივი მზარეულები დესერტის მოსამზადებლად ქიშმიშს, კაკალს და ბროწეულის კაკლებს ქერის პიურეს ოსტატურად ურევდნენ. ნამდვილი პოპულარულობა კექსმა მე-16 საუკუნეში მოიპოვა, როცა შაქარი გავრცელდა. ამასთან თითოეულ რეგიონში დესერტს იმ ინგრედიენტებისგან ამზადებდნენ, რომლებიც მათ რეგიონში პოპულარული იყო.

დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ შოკოლადის კექსი, რომლის ორიგინალურობა მის შესანიშნავ სახელს „ვენეციური სამშვენისი“ შეესაბამება.

შოკოლადის კექსი ღუმელში

ნამდვილ მზარეულს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პროდუქტებიდან ნამდვილი გემრიელი შედევრის შექმნა შეუძლია. „ვენეციური სამშვენისი“ – შემოქმედებისთვის ნამდვილი ველია. მას შავ შოკოლადს უმატებენ, ხოლო თუ ექსპერიმენტის ჩატარება მოგინდებათ, შეგიძლიათ ქიშმიში და კაკალი დაუმატოთ. თუ ბევრ ფქვილს აიღებთ – კექსი უფრო მკვრივი გამოვა.

ინგრედიენტები

  • 100-120 გრ ფქვილი
  • 100 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქარი
  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 2 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება:

1.კარაქი სითბოში დადგით, რომ დარბილდეს და მიქსერით შაქართან და ვანილთან ერთად ათქვიფეთ. კვერცხი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2.ფქვილი და მარილი დაუმატეთ. ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მიქსერით კარგად აურიეთ.

3.შოკოლადი დატეხეთ და წყლის ორთქლზე გაადნეთ.

4.დესერტის საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ცომის ნახევარი ფორმაზე გადაიტანეთ, გაასწორეთ და ნახევარი გამდნარი შოკოლადი დაასხით.

5.ცომის დარჩენილი ნაწილი მეორე ფენად დაადეთ და ზემოდან მეორე დარჩენილი გამდნარი შოკოლადი დაასხით. შოკოლადის ფენა გაათანაბრეთ და ლამაზი ფორმა მიეცით.

6.შოკოლადის კექსი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით გამოაცხვეთ. არის თუ არა დესერტი მზად კბილის ჩხირით შეამოწმეთ. გემრიელად მიირთვით!

“შვეიცარული სამშვენისის“ მომზადება ძალიან მარტივია და ამ მხრივ სახელს სრულიად ამართლებს. ღვთაებრივი არომატი კი სტუმრების ყურადღებას ადვილად მიიპყრობს. რატომ არ გავახაროთ ახლობლები და ასეთი მარტივი და გემრიელი დესერტი მოვუმზადოთ?

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!