შოკოლადის ბლინის როლები ხილით და უნაზესი კრემით

800

ხშირად ვამზადებ შოკოლადის ბლინებს კრემის და ხილის გულსართით. შემდეგ რელების მსგავსად ვახვევ და ნამდვილად საოცრება გამოდის. ბავშვებს ძალიან მოსწონთ, თან სასარგებლო კერძია.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 350მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 130გ ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო
  • 10გ ვანილი
  • მარილი

შიგთავსისთვის

  • 400გ ხაჭო
  • 5 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 10გ ვანილი
  • შაქრის ფხვნილი
  • კენკრა და ხილი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ შაქარი, კვერცხი, ვანილი და მარილი. ჩაასხიღ რძე და ათქვიფეთ. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და კაკაო.

2.ათქვიფეთ მასა ერთგვაროვნებამდე. არაჟნისებული კონსისტენცია უნდა ქონდეს.

3.ცხიმიან ტაფაზე გამოაცხეთ ბლინები.

4.ხაჭოს დაუმატეთ ვანილი და არაჟანი. მოაყარეთ 3 აუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი. ათქვიფეთ ბლენდერით.

5.ხილი და კენკრა შეგიძლიათ აირჩიოთ გემოვნებით. მე ძალიან მომწონს კივის, ბანანის და მარწყვის შეხამება.

გარეცხეთ ხილი და კენკრა, გაასუფთავეთ, დაჭერით. თითოეულ ბლინს წაუსვით კრემი, გადაანაწილეთ ხილი. დაახვიეთ როლისებურად. შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

6.დაჭერით და ისიამოვნეთ.