შინ მომზადებული ჰალვა: რბილი, ნაზი და უხვად თხილიანი

2241

ჰალვის ნაირსახეობას რა მოსთვლის. ირანში მაგალითად ბრინჯის ფქვილის თარ-ჰალვას ამზადებენ. ჩვენსკენ მზესუმზირის კლასიკური ხალვა უყვართ, ბერძნებსა და თურქებს კი მანანის ბურღულის ჰალვა ქიშმიშით და თხილით.

დღეს ჩვენ თურქულ ტკბილეულობას მოვამზადებთ მანანის ბურღულისა და მდნარი კარაქისგან. ერთ დროს ასეთ ჰალვას სულთნის განსაკუთრებული წვეულებების სუფრაზე მიართმევდნენ: ვაჟის შეძენა იყო, ქორწილი თუ ომში გამარჯვება. ნაზი დესერტი მართლაც იძლევა დღესასწაულის შეგრძნებას. მოამზადეთ და თავად დარწმუნდით.

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. მდნარი კარაქი
  • 1 ჭიქა მანანის ბურღული
  • 2 გრ ვანილინი
  • 2 ს.კ. ქიშმიში
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 9 ც კაკალი

მომზადება

1. გატეხეთ კაკლები, გაარჩიეთ და დააქუცმაცეთ.

2. ჩაალბეთ ქიშმიში ცივ წყალში 30 წუთით, შემდეგ გააშრეთ.

3. მდნარ კარაქში ნელ-ნელა ჩაყარეთ მანანის ბურღული. მასა ტაფაზე შეწვით სანამ ღია ყავისფერ ფერს მიიღებს. დაამატეთ ქიშმიში, ნიგოზი, ვანილი და კარგად მოურიეთ.

4. დაუკელით ცეცხლს და განაგრძეთ მომზადება, პერიოდულად მოურიეთ. 30 წუთში მოათავსეთ მასა ბრტყელ კონტეინერში და გააცივეთ.

5. დაჭერით მზა ჰალვა ულუფებად. შეგიძლიათ მიირთვათ ათქვეფილ ნაღებთან ან ნაყინთან.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!