შინ მომზადებული ხილის ნაყინი შაქრის, კონსერვანტებისა და საღებავის გარეშე

1635

ფიქრობთ, რომ დიეტა და ნაყინი შეუთავსებელია? მართლაც, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, მშვენივრად იცის ტკბილეულობის მაღალკალორიულობაზე. კონსერვანტებზე, ცხიმებზე და საღებავებზე რომ არაფერი ვთქვათ. გთავაზობთ შინაურ პირობებში მოამზადოთ ნაყინი, რომელიც არც შაქარს შეიცავს და არც რძეს. ასეთი დესერტი შესანიშნავია მათთვის, ვინც ლაქტოზის აუტანლობა აქვს, დიეტაზეა ან ვეგეტარიანელია.

მარტივი და სწრაფი ნაყინი სულ 2 ინგრედიენტისგან მზადდება. ჩვენ გაყინული ჟოლო და ხილის პიურე გამოვიყენეთ (გამოდგება საბავშვო ხილფაფა ქილებში). ასეთ დესერტს სუპერმარკეტებში ნამდვილად ვერ ნახავთ.

ინგრედიენტები

  • 250 გრ ჟოლო
  • 200 გრ ხილფაფა
  • 50 გრ ფსტა

მომზადება

1. გააცივეთ ხილფაფა მაცივარში 1 საათის განმავლობაში.

2. გადაიტანეთ ხილფაფა ბლენდერში, დაუმატეთ ჟოლო.

3. დააბლენდერეთ მასა 1 წთ განმავლობაში. გადაიტანეთ ლამბაქებში და მორთეთ დაჭრილი ფსტათი.

ზაფხულში ეს დესერტი ნამდვილი მისწრებაა, თან როგორც ხედავთ, სულ რამდენიმე წუთში მზადდება. დატკბით ჯანსაღი, გემრიელი ნაყინით ოჯახის გარემოცვაში და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!