შინ მომზადებული ძალიან გემრიელი ჩებურეკი ხრაშუნა, ოქროსფერი ცომით

3816

ჩებურეკი რუსული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი კერძია. ჩებურეკი ჩვენშიც ძალიან უყვართ…ჩებურეკის გულსართად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხორცის ფარში, ასევე ყველი, სოკო და კარტოფილი. გთავაზობთ საუკეთესო რეცეპტს. მოამზადეთ და დატკბით ამ გემრიოლობით.

ინგრედიენტები:

ცომი 

  • 600 გ ფქვილი
  • 300 მლ წყალი
  • 8 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. არაყი
  • 1/2 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • ზეთი – შესაწვავად

გულსართი

  • 600 გ საქონლის და ღორის ხორცის შერეული ფარში
  • 1-2 თავი ხახვი
  • რძე ან წყალი
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი, პილპილი, ძირა- გემოვნებით

მომზადების წესი: 

  1. ცომი. ფქვილი თასში ჩაყარეთ, ჩააღრმავეთ, ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი, შაქარი, ზეთი, არაყი და მოზილეთ ერთგვაროვანი, ნაზი ცომი.
  2. ცომი ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.
  3. ფქვილისა და წყლის რაოდენობა შეგიძლიათ ზელვის დროს არეგულიროთ.
  4. თასს გადააფარეთ ტილო და ცომი ცოტა ხნით დაასვენეთ.
  5. შემდეგ ზეთით დაისველეთ ხელები, ცომი ჩაზილეთ და ისევ დადგით ასაფუებლად.
  6. გულსართი. ფარშს შეურიეთ გატარებული ხახვი და ოხრახუში.
  7. დაასხით იმდენი რძე ან წყალი, რომ მასა ოდნავ გათხელდეს და ჩებურეკი წვნიანი გამოვიდეს.
  8. გემოვნებით შეაზავეთ მარილითა და პილპილით, დაუმატეთ ძირა ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სანელებელი.
  9. ცომი თანაბარი ზომის ბურთულებად დაჭერით და ფქვილმოყრილ დაფაზე გააბრტყელეთ მრგვალად.
  10. ცომის თითოეულ ფირფიტაზე მოათავსეთ ფარში, გადაკეცეთ ნახევარმთვარისებურად და კიდეებში ჩანგლის კბილებით დააწექით, რომ ჩებურეკი შეიკრას და თანაც ლამაზი გამოვიდეს.
  11. ჩებურეკი ბლომად ზეთში (ფრიტიურში), ორივე მხრიდან შეწვით და ცხელ-ცხელი მიირთვით. შეწვისას ჩებურეკები ზეთით უნდა დაიფაროს.

გემრიელად მიირთვით!