შინაურული ხვეულა სწრაფი ცომით. ლოდინი საჭირო არაა

1910

ბავშვობიდან ხვეულები მიყვარს, ადრე ვყიდულობდი, ახლა თავად ვაცხობ და საკმაოდ ხშირად, რადგან მისი მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს. ცომი სწრაფად მზადდება და ამოსავლელად არაფრის ლოდინი საჭირო არაა. პირდაპირ ღუმელში შეგიძლიათ გამოაცხოთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია დეტალურ რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ კარაქი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • ½ ჭიქა შაქარი
  • 10 გრ მშრალი საფუარი
  • ჯემი ან მოხარშული შესქელებული რძე

მომზადების წესი:

  1. ფქვილი გაცერით, რომ ჰაერით გამდიდრდეს. ასე ხვეულები უფრო ფაფუკი გახდება.
  2. მშრალი საფუარი და ფქვილი აურიეთ. მსხვილ სახეხზე კარაქი პირდაპირ ფქვილში ჩაახეხეთ.
  3. ახლა ფქვილი და კარაქი ხელით აურიეთ ისე, რომ ნაფშვენი მიიღოთ.
  4. კვერცხი და შაქარი აქაფებამდე ათქვიფეთ და კარაქი–ფქვილის ნაფშვენს დაუმატეთ. ცომი მოზილეთ.
  5. მზა ცომი ცოტა ხნით, 10-15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ წრიულად გააბრტყელეთ, პოვიდლო ან მოხარშული შესქელებული რძე წაუსვით. კუთხეები მშრალი დატოვეთ.
  6. ცომი თხელ ან სქელ სექტორებად (ზოლებად) დაჭერით და ხვეულები დაახვიეთ. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.
  7. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით აცხვეთ.
  8. მზა ხვეულებს შაქრის ფხვნილ მოაყარეთ და ჩაიზე ან ყავაზე მისაყოლებლად სუფრაზე გაიტანეთ.
  9. გემრიელად მიირთვით!