შინაურული ყველი სულგუნი ძალიან ნაზი გამოდის და მისი მომზადება ერთი სიამოვნებაა.
ინგრედიენტები:
- 1 ლ რძე
- 200 მლ არაჟანი
- 3 კვერცხი
- 1 ს/კ მარილი
მომზადების წესი:
- რძე აადუღეთ და მარილი დაუმატეთ.
- არაჟანი და კვერცხი აურიეთ.
- არაჟნის ნარევს რძე დაუმატეთ და აუჩქარებლად აურიეთ.
- 3-4 წუთით ადუღეთ.
- საცერზე მარლა დააფინეთ და ყველის მასა საცერზე გადაიტანეთ. ზემოდან სიმძიმე დაადეთ.
- შინაურული ყველი მზადაა. გემრიელად მიირთვით!