შინაურული მოცარელა მხოლოდ 2 ინგრედიენტით 30 წუთში

2327

მოცარელას სახლში მომზადების პროცესი ძალიან მარტივია. ამასთან ძალიან საინტერესოა, რადგან ყველის გაწელვა მოგიწევთ. მნიშვნელოვანი მომენტი – რძე. რძე არა პასტერიზებული, ანუ თერმულად დამუშავებული არ უნდა იყოს. ამ მიზნით სჯობს ფერმის რძე შეიძინოთ. შინაურული მოცარელა მაღაზიაში გასაყიდ მოცარელაზე მილიონჯერ უფრო გემრიელი გამოვა.

ყველის მოსამზადებლად დაგჭირდებათ პროდუქტები:

  • 4 ლ ფერმის რძე (არა პასტერიზებული)
  • 8-10 ს/კ 9%-იანი ძმარი (თითო სუფრის კოვზი უნდა დაუმატოთ. შეგიძლიათ ლიმონის წვენით ჩაანაცვლოთ).

მომზადების პროცესზე გადავიდეთ:

  1. თქვენ დაგჭირდებათ დიდი მოცულობის ქვაბი. რძე ამ ქვაბში ჩაასხით და ცეცხლზე დადგით.
  2. რძე 45-50°C-მდე გააცხელეთ. რძე ძალიან თბილი უნდა იყოს. ყურადღება მიაქციეთ, რომ რძე ძალიან არ გაცხელდეს.
  3. სასარგებლო რჩევა: რძეში თითი ჩაყავით და შეამოწმეთ, რამდენად გაცხელდა. თუ რძეში თითს თავისუფლად აჩერებთ და არ გწვავთ, ესე იგი ზედმეტად გაცხელებული არაა.
  4. შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და თითო კოვზით ძმრის დამატება დაიწყეთ. მუდმივად აურიეთ. ძმარი კოვზობით დაუმატეთ, სანამ ყველი და ღია მოყვითალო შეფერილობის შრატი არ გაცალკევდება. ამ დროს აურიეთ, თითქოსდა ყველის შეგროვებას აპირებთ.
  5. ერთად შეგროვებულ ყველს კარგად გადაავლეთ, რომ ჭარბი შრატი მოაშოროთ.
  6. შრატი ცალკე შეათბეთ და მასში ერთად შეგროვებული ყველი ჩადეთ. გაწელვა დაიწყეთ. პროცესი ყველს ერთგვაროვანს და ელასტიკურს გახდის. ერთი დიდი ან პატარა მოცარელას ბურთი გააკეთეთ.
  7. ბოლო ეტაპი – ყველი ძალიან ცივ წყალში ჩადეთ, რომ ის დასტაბილურდეს, შემდეგ კი სუფრაზე გაიტანეთ.