შინაურული მოშუშული ხორცის რეცეპტი

1055

ბოლო დროს სულ ხორცის ჭამა გინდათ და არ იცით, რაშია საქმეა? დიდი ალბათობით, ორგანიზმს რაიმე ვიტამინი ან მიკროელემენტი აკლია ან უბრალოდ შინაურული მოშუშული ხორცი მოგენატრათ, რომლის ერთ–ერთ რეცეპტს დღეს გიზიარებთ.

შინაურული მოშუშული ხორცის რეცეპტი

ვფიქრობ, პრაქტიკულად ყველას დაავიწყდა, თუ როგორი გემო უნდა ჰქონდეს ნამდვილი მოშუშული ხორცის კონსერვს, რადგან რთულია ხორცი ვუწოდოთ იმას, რაც მაღაზიებში იყიდება.

სახლის პირობებში მოშუშული ხორცის კონსერვის მომზადება რთული არაა. ამისთვის სპეციალური მოწყობილობა არ დაგჭირდებათ. ღუმელი და მინის ქილები (0,5 ან 0,7 ლ) საკმარისი იქნება.

რედაქციის რჩევა

მოშუშული ხორცი გემრიელი რომ გამოვიდეს, ახალი, უცხიმო ხორცი გამოიყენეთ. მისი შემადგენლობა შეგიძლიათ ოდნავ „გააზავოთ“ გამდნარი ღორის ქონით, მაგრამ ზომიერად. ასე შენახვის ვადას გაახანგრძლივებთ და კერძს ნოყიერს გახდით.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ხორცი
  • 0,5 კგ ღორის ქონი
  • 1 ს/კ მარილი
  • 1–2 დაფნის ფოთოლი
  • 5-6 წიწაკის მარცვალი ქილაზე
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. პირველ რიგში, ხორცი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ და ქაღალდის სალფეთქით გაამშრალეთ.

2. ხორცს კანი მოაშორეთ და 6-7 სმ სიგანის მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. ღრმა თასში მოათავსეთ, მარილი და დაფქული წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.

3. ყველაფერს კარგად აურიეთ, რომ თითოეულმა ნაჭერმა თავისი წილი მარილი და წიწაკა მიიღოს. თავსახური დაახურეთ და ხორცი 1 საათით დაამარინადეთ.

4. მინის ქილები სწორად მოამზადეთ. ამისთვის გარეცხეთ, შემდეგ გაასტერილეთ. კონსერვებისთვის ქილები შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდით გაასტერილუროთ. მაგალითად, მშრალი, სუფთა ქილები მიკროტალღურ ღუმელში 3 წუთით მოათავსეთ.

5. თითოეული ქილის ძირში 1-2 დაფნის ფოთოლი, ბაჰარის წიწაკა მოათავსეთ, შემდეგ ხორცი მჭიდროდ ჩააწყვეთ.

6. ხორცის დონე ქილის ყელამდე სადღაც 2-3 სმ–მდე უნდა იყოს, რომ შემადგენლობა არ გადმოიღვაროს. დაზღვევის მიზნით ღუმელში საცხობ ფორმაზე დააწყვეთ და ცოტა წყალი დაასხით. ქილებს რკინის თავსახურები დააფარეთ ცივ ღუმელში მოათავსეთ. თავსახურებიდან წინასწარ რეზინა ამოიღეთ.

7. ღუმელი 250 გრადუსამდე გაახურეთ. როცა ხორცი ადუღდება, ტემპერატურა 150 გრადუსამდე შეამცირეთ და ხორცი 3 საათით თუშეთ. ხორცი უნდა დნებოდეს.

8. სანამ ხორცი მზადდება, ღორის ქონი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ტაფაზე მოათავსეთ. ქონი სუსტ ცეცხლზე გაადნეთ. მზა ხორცს ზემოდან გამდნარი ქონი დაასხით.

9. ღუმელიდან ქილები გამოიღეთ (არ დაგავიწყდეთ, ქილები ცხელია). თავსახურში რეზინა კვლავ ჩასვით. ქილები მოხუფეთ, გადააბრუნეთ და სრულ გაგრილებამდე პირსახოცით შეფუთეთ.

10. ყველაზე გემრიელი მოშუშული ხორცი მზადაა!

სახლის პირობებში მოშუშული ხორცი მაცივარში 6 თვემდე ინახება. ის იმდენად გემრიელია, რომ სიტყვებით ვერ აღვწერთ. მოშუშული ხორცი შეგიძლიათ ნებისმიერ კერძს დაუმატოთ ან აგარაკზე ან სათევზაოდ თან წაიღოთ. ასეთი გემრიელობა უბრალოდ შეუცვლელია.

საკუთარი ხელით მომზადებული ხორციანი პროდუქტები ნაყიდისგან მომგებიანად გამოირჩევა. მათ შემადგენლობაში ნამდვილად ვერ იპოვით გემოს გამაძლიერებლებს, კონსერვანტებს და საღებავებს. ახლა უკვე იცით, როგორ მოამზადოთ შინაურული მოშუშული ხორცის კონსერვი. რეცეპტი აუცილებლად შეინახეთ და მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.