შეუდარებელი სტაფილოს ნამცხვარი ვანილის კრემით

1974

თუ სტაფილოს ნამცხვარი არასოდეს გაგისინჯავთ, გაგიმართლათ, რადგან ამ სტატიას კითხულობთ. გარდა იმისა, რომ ეს დესერტი უგემრიელესია, მისი მომზადება იოლია და თანაც ის ძალიან სასარგებლოა. გვერწმუნეთ – ბოსტნეული დესერტებისთვის შესანიშნავი ბაზაა. გარდა ამისა, ამ ნამცხვარში კვერცხი არ შედის, ასე რომ ვეგეტარიანელებისთვის გამოდგება.

ნაზი, ჰაეროვანი და მსუბუქი – შესანიშნავი ხაჭოს კრემის წყალობით. სტაფილო აქ ნატურალური საღებავის როლს ასრულებს და შესანიშნავ გემოსაც სძენს ფერთან ერთად. არომატული სტაფილოს ნამცხვარი შესანიშნავია დილის საუზმეზე ჩაისთან ან ყავასთან ერთად.

ინგრედიენტები

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 2 ჭიქა სტაფილო
  • 2 ჭიქა ნაღების ყველი
  • 2,5 ჭიქა ლერწმის შაქარი
  • 2 ჩ.კ. სელის თესლი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 3 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი
  • 0,5 ჩ.კ. მუსკატის თხილი
  • 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
  • 10 ს.კ. ქოქოსის ზეთი
  • 1 ჩ.კ. რძე
  • 0,5 ჩ.კ. მიხაკი
  • 2 ჩ.კ. სოდა
  • 1,5 ჭიქა ნიგოზი
  • 2,5 ჭიქა წყალი

მომზადება

1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. საცხობ ფორმაზე დაყარეთ ნიგოზი და შედგით 5 წუთით.

2. გაცერით ფქვილი, დაუმატეთ 2 ჭიქა ლერწმის შაქარი (ან ჩვეულებრივი), 0,5 ჩ.კ. მარილი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, მუსკატის თხილი, მიხაკი, ვანილის ექსტრაქტი და სოდა.

3. გათალეთ და გახეხეთ სტაფილო. დაჭერით წვრილად ნიგოზი, ნახევარი დაუმატეთ ფქვილის ნაზავში.

4. დააბლენდერეთ სელის თესლი, დაუმატეთ 0,5 ჭიქა წყალი. ეს ნაზავი კვერცხის ნაცვლად გამოიყენება.

5. ცალკე შეურიეთ ქოქოსის ზეთი (ან სხვა მცენარეული ზეთი), 2 ჭიქა ცივი წყალი, ძმარი, სელის თესლი, ვანილი და გახეხილი სტაფილო.

6.  აიღეთ ორი ერთნაირი საცხობი ფორმა, წაუსვით კარაქი ან ზეთი. ჩაასხით ცომი და გამოაცხვეთ დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ასანთის ღეროთი.

7. გამორთეთ ღუმელი და კიდევ 10 წუთი გააჩერეთ ფენები, შემდეგ გააცივეთ.

8.  ათქვიფეთ ხაჭოს ყველი შაქართან და ვანილთან. წაუსვით ფენებს და დაადეთ ერთმანეთზე. მოაყარეთ გატარებული ნიგოზი და შედგით მაცივარში 6-8 საათით.

ნიგვზის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თხილი ან ქეშიუ. ასეთი დესერტი მაღაზიაში ნაყიდი ნამცხვრების შესანიშნავი ალტერნატივაა. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!