შემწვარი წიწილა ისრიმ-მაყვლის უგემრიელეს საწებელში

3733

ისრიმ-მაყვლის საწებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  მზადდება და ყველაზე მეტად ფრინველის შემწვარ ხორცს უხდება. ზოგან ისრიმსა და მაყვალს ცალ-ცალკე, სოუსის სახით, ამზადებენ, თუმცა ამ ორი მომჟავო და სურნელოვანი საწებლის ერთიანობა, სანელებლები და ნიორი განუმეორებელ გემოს ქმნის.

წიწილა ისრიმ-მაყვალში

ინგრედიენტები: 

  • ქათამი – 1 საშუალო
  • ისრიმი (მკვახე ყურძენი) -250 გ
  • მაყვალი – 450 გ
  • ნიორი -2 კბილი
  • ქინძი -25 გ
  • კამა – 10 გ
  • დაღერღილი წიწაკა – 7 გ
  • ზეთი – 35 მლ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კარგად გარეცხილი ქათამი მკერდის მხრიდან გაჭერით, ბოლომდე გადაშალეთ და შეაზილეთ მარილი. თუჯის ტაფა კარგად გააცხელეთ, მოასხით ზეთი და ზედ ქათამი  გაჭრილი მხრიდან მოათავსეთ. ზემოდან რაიმე მძიმე დაადეთ, რათა ქათამი კარგად დაბრტყელდეს და თანაბრად დაიბრაწოს. შეწვით საშუალო ცეცხლზე 13-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოატრიალეთ და მეორე მხრიდანაც დაბრაწეთ. სიმძიმე ამ შემთხვევაშიც გამოიყენეთ.
  2. მოსრისეთ ისრიმი და გაატარეთ საცერში, რომ მკვახე სუნი და წიპწა მოშორდეს. იგივე გაიმეორეთ მაყვლის შემთხვევაშიც. შემდეგ მაყვლისა და ისრიმის რბილობი ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და კამა, მარილი, დაღერღილი წიწაკა, დასრესილი და დაკეპილი ნიორი და კარგად აურიეთ.
  3. შემწვარ ქათამს მოასხით მომზადებული სოუსი და ცხლად მიირთვით.