შემწვარი ბანანი ხრაშუნა ქერქით: ამ დესერტზე უარის თქმა შეუძლებელია!

1292

რაც არ უნდა თქვან ექიმებმა შემწვარი საკვების უარყოფით მხარეებზე, ის მაინც ყველაზე გემრიელია. თუ შემწვარი კერძი ტკბილეულია, მაშინ მე პირადად მასზე უარს ვერასოდეს ვიტყვი.

დღეს ჩვენ ხრაშუნა ბანანის დესერტს მოვაზამდებთ!

ინდოეთში თხელ ცომში შემწვარ ხილს “პაკორის” ეძახიან. ბანანის ამ მეთოდით მომზადება უსწრაფესად და უამრტივესად შეიძლება.

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 1/2 ჭიქა რძე
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 4-5 ბანანი
  • შაქრის ფხვნილი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი, რძე, შაქარი, ზეთი, დარიჩინი, მარილი და ფქვილი. ათქვიფეთ.

2.ფრიტურში ან ღრმა ქვაბში გააცხელეთ ზეთი 175 გრადუსზე.

3.დაჭერით ბანანი.

4.ბანანი ამოავლეთ ცომში და შეწვით დაახლოებით 8 წუთი.

5.მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!