შემოდგომის ფავორიტი რეცეპტი, ხვეულები ქლიავით საფუარზე

685

ამ ცხობილას უამრავი ვარიაცი არსებობს, ეს ნამდვილად ყველას ჯობია!

ქლიავის სეზონი დასასრულს უახლოვდება, ამიტომაც არ გაუშვათ შანსი და სანამ დროა მოამზადეთ უგემრიელესი დესერტები.

ინგრედიენტები

  • 500მლ რძე
  • 100გ საფუარი
  • 250გ მარგარინი
  • 6 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მწივი მარილი
  • 800გ ფქვილი
  • ქლიავი შიგთავსისთვის

მომზადება

1.პირველ რიგში საფუარი გახსენით თბილ რძეში, დაუმატეთ შაქარი და 2 კოვზი ფქვილი. მოურიეთ და დატოვეთ თბილ ადგილას ამოსაფუებლად.

2.ერთმანეთს გადაურიეთ ფქვილი და მარგარინი, მიღებული დაუმატეთ თხელ მასას. დაუმატეთ მარილი, მცენარეული ზეთი და მოზილეთ ცომი. შეგიძლიათ მოაყაროთ ფქვილიც. საბოლოოდ ცომი უნდა გამოგივიდეთ რბილი და ფაფუკი. შეინახეთ მაცივარში 1 საათი.

3.ამოსული ცომი გაყავით 5 ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული და დაჭერით მართკუთხედებად და შემდეგ დაყავით სამკუთხედებად.

4.მოათავსეთ შიგთავსი და გადაახვიეთ. მოათავსეთ ცხიმიან გამოსაცხობ ფორმაზე, შეგიძლიათ დაახვენოთ 1 საათი. ამ მეთოდით დესერტი გამოვა მეტად ფაფუკი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთი.

5.მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!