ყოველ წელს მარწყვს ამ მეთოდით ვამზადებ

784

მარწყვს მთელი წელი ველოდი, ახლა კი მინდა უამრავი რამ მოვამზადო მისგან ზამთრისთვის. მინდა ზამთრის ცივ დღეებში გამახსენდეს ზაფხული და დავაგემოვნო უგემრიელესი მარწყვი. მე დღეს რამდენიმე მეთოდს გასწავლით, რომელიც მარწყვის ზამთრისთვის შენახვაში დაგეხმარებათ.

ჟელე მარწყვისგან

დიახ დიახ არსებობს უმარტივესი რეცეპტი, რომელიც გამოგადგებათ ზამთარშიც და ზაფხულშიც. ჟელე ქილებში ინახება მთელი ზამთარი. 1კგ მარწყვისგან თქვენ ნახევარლიტრიანი ქილის ავსებას შეძლებთ.

ინგრედიენტები

  • 1კგ მარწყვი
  • 500გ შაქარი
  • 7გ აგარ-აგარი

მომზადება

  1. 100მლ თბილ წყალში გახსენით აგარ – აგარი, დაელოდეთ 10 წუთი. კარგად მოურიეთ.
  2. გარეცხეთ მარწყვი და მოაშორეთ კუდები.
  3. მარწყვი აქციეთ პიურედ.
  4. კენკრის სიროფი აადუღეთ საშუალო ცეცხლზე. მოაშორეთ ქაფი. დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ.
  5. დაუმატეთ აგარ-აგარი და კარგად მოურიეთ. 5 წუთი მოხარშეთ ჟელე დაბალ ცეცხლზე.
  6. ამასობაში გაასტერილეთ ქილები და თავსაფრები. ჟელე გადაანაწილეთ ქილებში და შეინახეთ.

მარწყვის კომპოტი

რათა კომპოტმა შეინახოს სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმუმი, აუცილბელია გამოვიყენოთ მარწყვის კონცენტრატი წყლის გარეშე. მაგრამ წყალთან ერთად ყველაფერი შედარებით მარტივია. მითითებული ინგრედიენტებისგან გამოგივათ 2ლ კომპოტი.

ინგრედიენტები

  • 400გ მარწყვი
  • 200გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა

მომზადება

  1. მოამზადეთ მარწყვი. კარგად გარეცხეთ და მოაშორეთ კუდები.
  2. სტერილურ 2ლ ქილაში მოათავსეთ 400გ მარწყვი და 200გ შაქარი. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა.
  3. აადუღეთ წყალი და ჩაასხით ქილაში. დააფარეთ თავსაფარი და შეფუთეთ. გაგრილების შემდეგ შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

მთელად მოხარშული მარწყვი

მარწყვის მურაბას ყველა დიასახლისი თავისებურად ამზადებს. მე ძალიან მიყვარს, როცა მურაბაში მთლიანი მარწყვებია.

ინგრედიენტები

  • 1კგ მარწყვი
  • 1კგ შაქარი

მომზადება

  1. მოაშორეთ კუდები მარწყვს და კარგად გარეცხეთ. გადაიტანეთ თუშფალანგში, რათა ჩამოიწრიტოს წყალი. უმჯობესია აიღოთ საშუალო მარწყვი.
  2. მარწყვი გადაიტანეთ ჯამში, მოაყარეთ შაქარი. არ სჭირდება მორევა. დატოვეთ ასე დაახლოებით 2-3 საათი.
  3. როცა კენკრა გაუშვებს წვენს, გადაიტანეთ დაბალ ცეცხლზე და დაელოდეთ შაქრის გალღვობას. შეგიძლიათ ქვაბი შეანჯღრიოთ, მაგრამ არ მოურიოთ.
  4. ადუღების შემდეგ მოაშორეთ ქაფი. მოხარშეთ მარწყვის მურაბა ადუღების შემდეგ 5 წუთი. გადაანაწილეთ ქილებში.

მარწყვის პიურე

მარწყვის პიურე ძალიან უხდება ბლინებს და დესერტებს. მას თუ გაყინავთ ჟელეს მომზადებაც შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • 1კგ მარწყვი
  • 200გ შაქარი

მომზადება

  1. სუფთა მარწყვს მოაყარეთ შაქარი. დაზიანებული მარწყვებიც გამოგადგებათ პიურესთვის.
  2. დააბლენდერეთ.
  3. გადაანაწილეთ პლასტმასის კონტეინერებში და შეინახეთ საყინულეში.

მთლიანი კენკრა

ლამაზი ნაყოფები შეგიძლიათ შეინახოთ დესერტის გასაფორმებლად. აუცილებელია მარწყვის სწორად შენახვა.

ინგრედიენტები

  • 1კგ მარწყვი

მომზადება

1.გარეცხეთ მარწყვი და მოაშორეთ ბოლოები.

2.კენკრა მოათავსეთ სამზარეულოს პირსახოცზე და გააშრეთ. არ უნდა დარჩეს წყალი კენკრაზე.

3.გამშრალი მარწყვი გადაანაწილეთ პარკებში.

გემრიელად მიირთვით!