ყველის სუფლე საუზმეზე

1405

დღეს როგორც დაიწყებთ, ისე გაატარებთ მას! დღის დასაწყისზეა დამოკიდებული არა მარტო თქვენი განწყობა არამედ – შრომისუნარიანობაც. ეს კი ნაწილობრივ თქვენს საუზმეზეც არის დამოკიდებული. არ შეიძლება დღის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გამოტოვება. საუზმის სწრაფად მომზადება სრულიად შესაძლებელია.

ამ შემთხვევაში ბუტერბროდებს ან შვრიის ფაფას არ ვგულისხმობთ. ამ შემთხვევაში ისეთი საუზმე იგულისხმება, როგორიცაა მაგალითად ყველის სუფლე – მთელი ოჯახისთვის. გასაოცრად იოლია მისი მომზადება, არის ჰაეროვანი და არაჩვეულებრივად გემრიელი. თქვენს ახლობლებში ის აუცილებლად დაიმსახურებს მოწონებას.

ინგრედიენტები:

  • კეფირი 100 მილიგრამი
  • მაგარი ყველი 180 გრამი
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 1 სუფრს კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ხაჭო 100 გრამი
  • სახამებელი 2 სუფრის კოვზი

მომზადების წესი:

1. ჩართეთ ქურა და გააცხელეთ 180 გრადუსზე. აურიეთ ღრმა ჯამში ხაჭო, კეფირი და 2 კვერცხი. კარგად ათქვიფეთ.


2. დაუმატეთ სოდა და სახამებელი, ისევ აურიეთ. გახეხეთ მაგარი ყველი, აურიეთ ხაჭოს მასასთან და ცხიმწასმულ კერამიკულ ფორმებში გადაიტანეთ. შეგიძლიათ მოამზადოთ სუფლე ერთ დიდ ფორმაშიც მაგრამ ამ შეთხევავაში მისი მომზადებისთვის საჭირო დრო მოიმატებს.

3. შედგით გაცხელებულ ქურაში 20-25 წუთით. ზედაპირზე ოქროსფერი ქერქის გაჩენა ნიშნავს, რომ ყველის საუზმე მზადაა.


შეიძლება ყველის სხვადასხვა სახეობები გამოიყენოთ, თუმცა განსაკუთრებულად ჰოლანდიური, სულგუნი ან პარმეზანი გამოგადგებათ. სანამ სამსახურში წასასვლელად ემზადებით – საუზმე თავად მომზადდება. თქვენ უბრალოდ მისი სუფრასთან მიტანა და შემდეგ ამ საუზმით ტკბობა გევალებათ.