ყველის ოლადები: რომლის მომზადება ტაფის გარეშე შეგიძლიათ

115

დღესჩვენ 3 შეუდარებელ რეცეპტს გთავაზობთ. ეს ოლადები საუზმეზე ნამდვილად შეუცვლელია.

ყველის ოლადები პომიდორით

ინგრედეინტები

  • 200გ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 150მლ რძე
  • 50გ შებოლილი ძეხვი
  • 10 ცალი უკურკო ზეთის ხილი
  • 70გ მოცარელა
  • 30გპარმეზანი
  • 7 ცალი ჩერრი
  • 7გ გამაფხვიერებელი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ პარმეზანი, მარილი, წიწაკა. ჩაასხით რძე, მოაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, კარგად მოურიეთ.
  2. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ჩერრი, ძეხვი, ზეთის ხილი, მოცარელა და მოურიეთ.
  3. გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი. 2 კოვზის დახმარებით მოათავსეთ ოლადები. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

ყველის ოლადები ღუმელში

საოცრად ნოყიერი და მადისაღმძვრელი ოლადები მზადდება ზეთის გარეშე.

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხი
  • 30გ პარმეზანი
  • მარილი და წიწაკა
  • 150მლ რძე
  • 200გ ფქვილი
  • 7გ გამაფხვიერებელი

მომზადება

1.ათქვიფეთ კვერცხი მარილთამ და წიწაკასთან ერთად, დაუმატეთ პარმეზანი, მოურიეთ, ჩაასხით რძე, ისევ მოურიეთ. მოაყარეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.

2.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი. 2 კოვზით მოათავსეთ ქაღალდზე და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

ყველის ოლადები-ფუნთუშები

ინგრედიენტები

  • 6 ჩერრი
  • 2 კვერცხი
  • 150გ ფქვილი
  • 8გ გამაფხვიერებელი
  • 50გ პარმეზანი
  • 80მლ რძე
  • მარილი და წიწაკა
  • ბაზილიკი
  • მცანარეული ზეთი ფრიტურისთვის

მომზადება

  1. ჩერრი დაჭერით კუბიკებად, გაშალეთ თუშფალანგზე, რათა დაიწრიტოს.
  2. ათქვიფეთ მარილი და წიწაკა. დაუმატეთ პარმეზანი, ჩაასხით რძე, მოაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოზილეთ ცომი. დაუმატეთ პომიდორი, ბაზილიკი და მოურიეთ.
  3. გააცხელეთ ზეთი. შეწვით მასში ოლადები.

გემრიელად მიირთვით!