ყველის ნამცხვარი – დღის საუკეთესო დასაწყისი!

302

მტავარია კერძის მზადება კარგ ხასიათზე დაიწყოთ და დამიჯერეთ ურთულესი კერძიც კი გამოგივათ.

საუზმეზე ძალიან მიყვარს ყელის ნამცხვარი. თავისი დახვეწილი გემო და არომატი პოზიტივს ასხივებს.

საუზმეს ძალიან დიდ დატვირთვას ვანიჭებ, დილა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. მირჩევნია ჩავრთო ღუმელი, კერძის მომზადებაში დავხარჯო ენრეგია, სამაგიეროდ სამსახურში წავალ ამაღლებული დანაყრებული და ამაღლებული განწყობით.

ინგრედიენტები

  • 250გ უსაფუარი ფენოვანი ცომი
  • 120გ ყველი
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 250მლ რძე
  • 40გ თხის ყველი
  • დაქუცამცებული ნიგოზი
  • მარილი

მომზადება

1.მომზადების პროცესის დასაჩქარებლად მე ვიყენებ უკვე მზა ცომს. გაალღვეთ ცომი და ჩააფინეთ საცხობ ფორმაში. რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ, რათა ცომი არ გაიბეროს.

2.გახეხეთ ყვლი, მე ხშირად მასდამს ვიყენებ. დააქუცმაცეთ თხის ყველი. შეგილიათ გამოიყენოთ ხაჭო ან მოცარელა. ორივე სახის ყველი გადაანაწილეთ ცომზე.

3.განაცალკევეთ გული და ცილა. გულს დაუმატეთ რძე და ფქვილი, ათქვიფეთ ამოფუებამდე. ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად.

4.ცომს ფრთხილად დაუმატეთ ცილა და ჩაასხით ფორმაში. მოაყარეთ ნიგოზი.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!